ვებ საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ზოგადი ქირურგია

ბარიატრიული ქირურგია

ბარიატრიული ქირურგია არის პათოლოგიური სიმსუქნის ოპერაციული მკურნალობის ერთერთი ძირითადი მიმართულება. იგი ემსახურება ადამიანის ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ჩვენს კლინიკაში ბარიატრიული ქირურგია ხორციელდება თანამედროვე, მინიმალურად ინვაზიური (ლაპარასკოპიული) მეთოდებით, რაც უზრუნველყოფს ოპერაციის შემდგომ სწრაფ რეაბილიტაციას და შემცირებულ გართულების რისკს.

ბარიატრიული ოპერაციის ძირითადი ტიპები:

  • კუჭის ვერტიკალური რეზექცია (Sleeve Gastrectomy) – კუჭის ზომის შემცირება 60-80%-ით
  • გასტროშუნტირება (Gastric Bypass) – კუჭის ზედა ნაწილი პატარა ჯიბედ გამოიყოფა და პირდაპირ წვრილ ნაწლავთან ერთდება, ამ გზით საკვები გვერდს უვლის კუჭის ძირითად ნაწილსა და წვრილი ნაწლავის საწყის სეგმენტს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საკვები ნივთიერებების შეწოვას და ხელს უწყობს წონის ეფექტურ შემცირებას
  • რევიზიული ბარიატრიული ქირურგია – წინა ოპერაციის შედეგის გაუმჯობესება ან გამოსწორება

ვისთვის არის ბარიატრიული ქირურგია რეკომენდებული?

  • სხეულის მასის ინდექსი (BMI) ≥ 40
  • BMI ≥ 35 თანმხლები ქრონიკული დაავადებებით (შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, არტერიული ჰიპერტენზია, ძილის აპნოე და სხვ.)
  • როდესაც სხვა მეთოდებით (დიეტა, ფიზიკური აქტივობა, მედიკამენტები) წონის კონტროლი ვერ ხერხდება

ჩვენი გუნდი:

ჩვენს კლინიკაში ბარიატრიული პაციენტების მართვა ხორციელდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომელშიც გაერთიანებულნი არიან ბარიატრიული ქირურგები და ენდოკრინოლოგები.

ინდივიდუალურად შედგება მკურნალობის გეგმა, რეაბილიტაცია და წონის შენარჩუნების მონიტორინგი.

შედეგები:

ბარიატრიული ქირურგიის შედეგად პაციენტები მნიშვნელოვნად ამცირებენ წონას, უმჯობესდება ან სრულად ქრება თანმხლები დაავადებები.

შედეგად, იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი.

რეაბილიტაცია და დაკვირვება:

ოპერაციის შემდეგ პაციენტი გადის ეტაპობრივ რეაბილიტაციას.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ გრძელვადიან მონიტორინგს, რაც აუცილებელია ოპტიმალური შედეგების მისაღწევად და წონის სტაბილურად შესანარჩუნებლად.

ტრანსპლანტოლოგია წარმოადგენს კლინიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას. ეს დარგი მოიცავს ორგანოების გადანერგვის რთულ, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ოპერაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას. „ჯერარსი“ სრულად აკმაყოფილებს ამ პროცესისთვის აუცილებელ უმაღლეს სტანდარტებს — ტექნოლოგიური უზრუნველყოფითა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდით.

სერვისები ტრანსპლანტოლოგიის მიმართულებით:

1. თირკმლის ტრანსპლანტაცია

ნებისმიერი სირთულის არტერიოვენური ფისტულის ფორმირება და გაუქმება; პერიტონეალური დიალიზის კათეტერის იმპლანტაცია და ექსპლანტაცია; პარათირეოიდული ჯირკვლების სუბტოტალური ან ტოტალური ამოკვეთა.

2. ღვიძლის ტრანსპლანტაცია

TIPS პროცედურები (ტრანსიუგულარული ინტრაჰეპატური პორტოსისტემური შუნტი) — ინოვაციური ტექნიკა ღვიძლის პორტალური ჰიპერტენზიის მკურნალობისთვის; პროქტოლოგია თორაკოქირურგი ა ყბა-სახის ქირურგია ღვიძლისა და სანაღვლე გზების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პათოლოგიების მკურნალობა.

3. იმუნოსუპრესიული თერაპია

სპეციალური მედიკამენტების გამოყენებით უზრუნველყოფს გადანერგილი ორგანოს მიერ ორგანიზმის მიერ ამოცნობისა და უარყოფის პრევენციას, რაც ხელს უშლის გადანერგვის გართულებებს და ზრდის წარმატებულ შედეგებს.

4. მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკა

ჩვენი კლინიკის აღჭურვილობა საშუალებას გვაძლევს წარმოვადგინოთ ზუსტი და დროული დიაგნოზი

5. პოსტოპერაციული მონიტორინგი და რეაბილიტაცია

კლინიკა „ჯერარსის“ პროქტოლოგიის დეპარტამენტი გთავაზობთ კომპლექსურ მომსახურებას პროქტოლოგიის მიმართულებითთ. ჩვენი სპეციალისტები იყენებენ უახლეს დიაგნოსტიკურ და მკურნალობის მეთოდებს, რათა უზრუნველყონ პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და კომფორტული მომსახურეობის გაწევა.

კლინიკა „ჯერარსის“ ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტი გთავაზობთ კომპლექსურ მკურნალობას ყბა-სახის ქირურგიის მიმართულებით. ყბა-სახის ქირურგია მოიცავს როგორც კონსერვატიულ, ისე ქირურგიულ მკურნალობას, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ისეთი დაავადებებისათვის  მართვაშიროგორიცაა:

·  ტრავმები: სახის ძვლების მოტეხილობებირბილი ქსოვილების დაზიანებები და სხვა მექანიკური დაზიანებებირომლებიც სასწრაფო და ზუსტ ჩარევას საჭიროებს ფუნქციის აღსადგენად და ესთეტიკური შედეგის მისაღწევად.

·  ინფექციები: ყბასახის არეში განვითარებული ინფექციურ-ჩირქოვანი პროცესებირომლებიც შესაძლოა სერიოზული გართულებების წყარო გახდესთუ დროულად არ მოხდა მათი მკურნალობა.

· ზედა ყბის წიაღის დაავადებები: სინუსიტებიკისტები და სხვა პათოლოგიებირომლებიც ხშირად საჭიროებენ ქირურგიულ კორექციას.

· სამწვერა ნერვის დაავადებების მკურნალობა: ნევრალგია, ნევრიტი და ა.შ.

· სანერწყვე ჯირკვლების დაავადებები: კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი წარმონაქმნები, სანერწყვე ჯირკვლების კენჭოვანი დაავადებებიანთება და სხვა დარღვევებირომლებიც გავლენას ახდენენ სანერწყვე ჯირკვლების ფუნქციონირებაზე.

·  სიმსივნეები: როგორც კეთილთვისებიანიისე ავთვისებიანი წარმონაქმნები ყბასახის რეგიონშირომლებიც ხშირად საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას და შემდგომ კომპლექსურ მკურნალობას.

·  თანდაყოლილი ან შეძენილი დარღვევები: ეს შეიძლება მოიცავდეს სახის ან ყბების სტრუქტურის განვითარების ანომალიებსდეფორმაციებს ტრავმის ან დაავადების შედეგადრაც გავლენას ახდენს როგორც ფუნქციაზე (ღეჭვამეტყველება), ისე ესთეტიკაზე.

ჯერარსის“ კლინიკის სპეციალისტებიუახლესი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე სამკურნალო მეთოდების გამოყენებითუზრუნველყოფენ პაციენტებისთვის ინდივიდუალურ მიდგომას და მაქსიმალურად ეფექტურ შედეგებსჩვენი მიზანია არა მხოლოდ დაავადების განკურნებაარამედ პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასახის ფუნქციური და ესთეტიკური მთლიანობის აღდგენით.

მუცლის ღრუს ქირურგია არის ქირურგიის მიმართულება, რომელიც მოიცავს მუცლის ორგანოების (კუჭი, ნაწლავი, ღვიძლი, ელენთა, პანკრეასი) დაავადებების დიაგნოსტიკასა და ოპერაციულ მკურნალობას. ოპერაციები კეთდება როგორც ღია, ისე მინიმალურად ინვაზიური (ლაპაროსკოპიული) მეთოდებით, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.

ონკოქირურგია სპეციალიზირებულია მუცლის ღრუში არსებული სიმსივნეების ოპერაციულ მართვაზე. ონკოქირურგები ახორციელებენ სიმსივნური კერის სრულ ან ნაწილობრივ ამოღებას, რაც აუცილებელია დაავადების სტაბილიზაციისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

ჩირქოვანი ქირურგია წარმოადგენს იმ ქირურგიულ ჩარევებს, რომლებიც მიზნად ისახავს ჩირქოვანი წარმონაქმნების, აბსცესებისა და სხვა ინფექციური პროცესების ქირურგიულ მკურნალობას. ეს დეპარტამენტი სპეციალიზებულია ინფექციებთან დაკავშირებულ ქირურგიულ პრობლემებზე, როგორიცაა ქსოვილების შეშუპება, ტკივილი და დაზიანებები, რომლებიც გამოწვეულია ბაქტერიების ან სხვა პათოგენების მოქმედებით.

კლინიკა „ჯერარსის“ ჩირქოვანი ქირურგიის დეპარტამენტი იყენებს როგორც ტრადიციულ ქირურგიულ მეთოდებს, ისე უახლეს მინიმალურად ინვაზიურ ტექნოლოგიებს, რათა უზრუნველყოს ოპერაციების მაღალი ეფექტურობა და პაციენტის მაქსიმალური კომფორტი.

ჩვენი სერვისებია:

  • დიაბეტური ტერფის ყველა ტიპის ქირურგიული მკურნალობა – მათ შორის ინფიცირებული წყლულების და ქსოვილის დაზიანების დროს განხორციელებული ჩარევები;
  • გავა-კუდუსუნის დერმოიდული (პილონიდური) კისტების (ე.წ თმის ჩაბრუნების) ოპერაციული მკურნალობა – ჭრილობის სრული გაკერვით, რაც უზრუნველყოფს სწრაფ რეაბილიტაციას და მინიმალურ დისკომფორტს პოსტოპერაციულ პერიოდში.
  • ენდოპროტეზირების შემდგომ ჩირქოვანი გართულებების მკურნალობა – ხორციელდება უახლესი ვაკუუმ-აპარატის გამოყენებით, რაც აუმჯობესებს ჭრილობის შეხორცებას.
  • პოსტინექციური აბსცესებისა და ჩირქოვანი მასტიტების მკურნალობა – ტარდება ნაკლებად ტრავმული ოპერაციული ან პუნქციური მეთოდებით, რაც ამცირებს რეაბილიტაციის პერიოდს.
  • ქრონიკულად შეუხორცებელი და ტროფიკული წყლულების მკურნალობა;
  • კანის გადანერგვა – გამოიყენება მძიმე დამწვრობების, ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობებისა და წყლულების დროს კანის სტრუქტურის აღსადგენად.