გინეკოლოგია
კლინიკა „ჯერარსის“ გინეკოლოგიის დეპარტამენტი გთავაზობთ სამედიცინო მომსახურების სრულ სპექტრს და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებით, რომელთა გამოცდილება და კომპეტენცია მოიცავს
შემდეგ მიმართულებებს:
1. ამბულატორიული გინეკოლოგია
2. ოჯახის დაგეგმარება და ორსულობის მართვა
3. ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგია
4. სქესობრივი ჯანმრთელობა და სექსოლოგია
5. მშობიარობის შემდგომი რეაბილიტაცია
6. მენოპაუზა და კლიმაქსის მართვა
7. მცირეინვაზიური და ინექციური/ესთეტიკური გინეკოლოგია
8. პლასტიკური და რეკონსტრუქციული გინეკოლოგია
9. ლაპარასკოპიული ქირურგია
10. ვაგინალური ქირურგია
11. ოპერაციები ღია წესით
12. ონკოგინეკოლოგია
კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე გინეკოლოგიური და საოპერაციო აპარატურით, რაც გამოცდილ და კეთილსინდისიერ მედ–პერსონალთან ერთად პაციენტის ჯანმრთელობის გარანტიაა!
კლინიკის გინეკოლოგიური მიმართულება უზრუნველყოფს ქალის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სრულყოფილ მართვას ყველა ასაკობრივ ეტაპზე — ბავშვობიდან სიბერემდე.
ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს თანამედროვე, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას შემდეგ საკითხებზე:
- სქესობრივი მომწიფების პროცესის შეფასება და მართვა
- ენდოკრინული გინეკოლოგია
- სქესობრივი ცხოვრების ჰარმონიული განვითარება
- ორსულობის დაგეგმვა და მართვა
- რეპროდუქტოლოგია
- პრემენოპაუზისა და მენოპაუზის პერიოდში არსებული მდგომარეობების მართვა
- კლიმაქსის სიმპტომების კონტროლი
- სქესობრივი ჯანმრთელობის შენარჩუნება ცხოვრების ყველა ეტაპზე
- ნებისმიერი ტიპის გინეკოლოგიური პროფილის ქირურგიული ჩარევა, მათ შორის ესთეტიკური, რეკონსტრუქციული და პლასტიკური გინეკოლოგია
ჩვენი გინეკოლოგები ზრუნავენ თქვენს სრულფასოვნებაზე!
