ვებ საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გულსისხლძარღვთა დეპარტამენტი

კლინიკა „ჯერარსის“ გულ-სისხლძარღვთა დეპარტამენტი უზრუნველყოფს გულისა და სისხლძარღვების დაავადებების სრულყოფილ დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და ქირურგიულ ჩარევას, სხვადასხვა სირთულის თერაპიული პროფილის პაციენტების მართვას. დეპარტამენტი კომპლექსურად აერთიანებს კარდიოლოგიურ, კარდიოქირურგიულ და თერაპიულ სერვისებს, რაც პაციენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ მაღალი ხარისხის, ინდივიდზე მორგებული ზრუნვა ერთ სივრცეში.

კარდიოთერაპია მოიცავს:
  • გულსისხლძარღვთა დაავადებების ამომწურავ დიაგნოსტიკას
  • არტერიული ჰიპერტენზიის, არითმიის, კორონარული დაავადებების მკურნალობას
  • არაინვაზიური გამოკვლევებს: ეკგ, ექოსკოპია, სტრეს-ტესტი, ჰოლტერის ეკგ მონიტორინგი, არტერიული წნევის ციფრების მონიტორინგი, სპირომეტრია
  • მედიკამენტოზურ მკურნალობას და გრძელვადიან მონიტორინგს
  • რესპირატორული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკას და მკურნალობას (პნევმონია, ფქოდ სტაციონარული მკურნალობა და მართვა)
  • თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის მართვას
  • რესპირატორული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკისთვის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს
  • დეპერტამენტი დაკომპლექტებულია კვალიფიციური ექიმ სპეციალისტებით:  კარდიოლოგები, თერაპევტები, კარდიოქირურგი, ინტერვენციული კარდიოლოგი, არითმოლოგი, პულონოლოგი, ნეფროლოგი.

დაგვიკავშირდით