საექთნო საქმიანობის შესახებ
საექთნო საქმე წარმოადგენს პროფესიულ საქმიანობას, რომელიც მოიცავს როგორც დამოუკიდებელ, ისე გუნდურ მუშაობას. მისი მთავარი მიზანია ჯანმრთელობის დაცვა, აღდგენა და შენარჩუნება ინდივიდის, ოჯახის, მოსახლეობის ჯგუფებისა თუ მთელი საზოგადოების დონეზე.
საექთნო საქმიანობის მიმართულებები მოიცავს
დაავადებათა პრევენციას
ჯანმრთელობის ხელშეწყობა და პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება
პაციენტზე ზრუნვას
ავადმყოფთა, ქრონიკული დაავადებების მქონე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და უიმედო მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მოვლა
რეაბილიტაციას
ჯანმრთელობისა და ფუნქციური შესაძლებლობების აღდგენის ხელშეწყობა
პაციენტის და ოჯახის მხარდაჭერას
ფსიქო-სოციალური დახმარება და ჯანმრთელობის განათლების უზრუნველყოფა
მისია
კლინიკა “ჯერარსის” საექთნო დეპარტამენტის მისიაა უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური საექთნო მომსახურება, რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის მიზნების მიღწევას, მუდმივად განვითარებადი და ინოვაციური მიდგომით.
მიზანი
საექთნო პოლიტიკის უპირველესი მიზანია უზრუნველყოს მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ეფექტური საექთნო მომსახურება სს “ჯერარსში”.
ეს პოლიტიკა შექმნილია იმისთვის, რომ:
- ჩამოაყალიბოს სტრუქტურირებული ჩარჩო საექთნო სერვისების ფუნქციონირებისა და მართვისთვის, იმის უზრუნველსაყოფად, რომ საავადმყოფოში გაწეული მომსახურება იყოს პაციენტზე ორიენტირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და შეესაბამებოდეს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ჯანდაცვის სტანდარტებს;
- განსაზღვროს ზოგადი მოთხოვნები საექთნო პერსონალისთვის, მათ შორის კვალიფიკაციის, კომპეტენციებისა და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;
- ხელი შეუწყოს საექთნო სერვისების სტრატეგიული დაგეგმვის, პერსონალის, კომპეტენციისა და კვალიფიკაციის შემოწმების, მხარდაჭერის სისტემების, პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების, და სტაციონარული დახმარების პროცედურებს, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საექთნო პრაქტიკის შესაბამისობა პაციენტებისა და ჯანდაცვის სისტემების მუდმივად განვითარებად საჭიროებებთან;
- ხელი შეუწყოს ექთნების უწყვეტ, პროფესიონალურ განვითარებას, სწავლის, უნარ–ჩვევებისა და პაციენტის მოვლის საუკეთესო პრაქტიკის დაცვას;
- ხელი შეუწყოს სპეციალიზებული სასწავლო პროგრამების განხორციელებას და საექთნო მოვლის გეგმების შემუშავებას კლინიკური ეფექტიანობის, სპეციალიზაციისა და თანამედროვე საექთნო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად;
- ხელი შეუწყოს მუშაობის ინდიკატორებისა და ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივების ჩამოყალიბებას საექთნო სერვისებში, რომლებიც მიზნად ისახავს პაციენტის შედეგების გაზომვას, პერსონალის კმაყოფილებას და ოპერატიულ ეფექტიანობას;
საექთნო პოლიტიკა წარმოადგენს საექთნო სერვისების ქვაკუთხედს, რომელიც უზრუნველყოფს სს “ჯერარსის” საერთო მისიაში ეფექტური წვლილის შეტანას და ხელს უწყობს კლინიკაში თანამგრძნობი, კომპეტენტური და ყოვლისმომცველი ზრუნვის ატმოსფეროს შექმნას ყველა პაციენტისთვის.
