ვებ საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ზესტაფონის ჯანმრთელობის ცენტრი

ზესტაფონის ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ თერაპევტის კონსულტაციით, რომელიც ადგილზე აფასებს ჯანმრთელობის პირველად მდგომარეობას და განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ნაბიჯებს. 

თერაპევტი, საჭიროების შემთხვევაში,  უზრუნველყოფს პაციენტის გადამისამართებას კლინიკა „ჯერარსის“ ცენტრალურ ფილიალში, თბილისში, სადაც სრულად ხორციელდება ყველა საჭირო სამედიცინო სერვისის ორგანიზება და კოორდინაცია.

ზესტაფონის ჯანმრთელობის ცენტრში ხელმისაწვდომია შემდეგი მომსახურება:

თერაპევტის კონსულტაცია

  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ადგილზე
  • მკურნალობის შემდგომი ეტაპის ინდივიდუალური გეგმის შედგენა

მკურნალობისა და ტრანსპორტირების ორგანიზება

  • ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურების დაგეგმვა და კოორდინაცია
  • ტრანსპორტირება (პერიოდულად) ზესტაფონიდან თბილისშიკლინიკაჯერარსშიდა უკან

ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა ადგილზე

  • პოსტოპერაციული მდგომარეობის მართვა და მონიტორინგი ადგილობრივ თერაპევტთან
  • გეგმიური ვიზიტების დაგეგმვა
  • მუდმივი მხარდაჭერა და კონსულტირება მკურნალობის შემდგომ პერიოდში

დაფინანსებისა და სადაზღვევო პროცესების მართვა

  • აქტიური თანამშრომლობა ადგილობრივ და სახელმწიფო დაფინანსების პროგრამებთან
  • მოლაპარაკებები კერძო სადაზღვევო კომპანიებთან
  • სამედიცინო ხარჯების ეფექტური და რაციონალური მართვა