ვებ საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ზოგადი რეანიმაცია

კლინიკა „ჯერარსის“ რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტი წარმოადგენს ჩვენი სამედიცინო დაწესებულების სპეციალიზირებულ სტრუქტურულ ერთეულს. 

განყოფილება განკუთვნილია იმ კრიტიკული პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ სასიცოცხლო ფუნქციების მხარდაჭერა, მუდმივი მონიტორინგი და ინტენსიური თერაპია. 

რეანიმაციის განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. პროფესიონალების გუნდი უზრუნველყოფს პაციენტზე ემპათიურ მზრუნველობას, დაავადების დიაგნოსტიკისა და სამკურნალო პროცესების მართვას უწყვეტი მულტიდისციპლინური მიდგომით. 

რეანიმაციული განყოფილების მაღალკვალიფიციური პერსონალი 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს პაციენტებზე დაკვირვებას და ახდენს მყისიერ რეაგირებას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილების შემთხვევაში.

რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას გადიან პაციენტები შემდეგი ტიპის პათოლოგიებით:

  • რესპირატორული უკმარისობა, მძიმე სუნთქვითი დარღვევები (მაგ. პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი)
  • მძიმე ტრავმა ან დაზიანება (მაგ. ავტოსაგზაო შემთხვევა, სიმაღლიდან ვარდნა, ძალადობა)
  • მძიმე ოპერაციის შემდგომი გართულებები
  • სეფსისი და სეპტიკური შოკი
  • კარდიო-ვასკულარული მძიმე ექსცესები (მაგ. არითმია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, კარდიოგენური შოკი, ფილტვის არტერიისთრომბოემბოლია, არტერიული ანევრიზმების გასკდომა ან განშრევება)
  • ინსულტი ან სხვა მძიმე ნევროლოგიური კონდიციები
  • მულტიორგანული დისფუნქცია ან/და უკმარისობა
  • არასტაბილური სასიცოცხლო მაჩვენებლები, რომლებიც მოითხოვს ინტენსიურ მონიტორინგს
  • კომა, შოკი, ინტოქსიკაცია, სასიცოცხლო ფუნქციების მხარდაჭერის საჭიროება (მაგ. მექანიკური ვენტილაცია, ჰემოდიალიზი)

კარდიო რეანიმაცია 

კარდიო რეანიმაცია არის კრიტიკული მედიცინის სპეციალიზებული მიმართულება, რომელიც მოიცავს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების — მათ შორის გულის გაჩერების, მწვავე გულის უკმარისობის, არითმიებისა და კარდიოგენული შოკის — მართვას, მკურნალობას და სტაბილიზაციას. 

კლინიკა „ჯერარსი“ უზრუნველყოფს კარდიო რეანიმაციის მაღალ ტექნოლოგიურ მომსახურებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სტანდარტებსა და უახლეს სამეცნიერო-კლინიკურ გაიდლაინებზე.

რას მოიცავს კარდიო რეანიმაციული მიმართულება ?

  • გულის გაჩერება (კარდიოპულმონალური რესუსციტაცია)
  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (STEMI, NSTEMI)
  • კარდიოგენული შოკი
  •  საფრთხის შემცველი არითმიები – ვენტრიკულური ტაქიკარდია
  • ფიბრილაცია, AV ბლოკადები
  • გულის მწვავე უკმარისობა
  • პოსტინფარქტული გართულებები
  • პოსტოპერაციული მდგომარეობა გულისა და სისხლძარღვთა ქირურგიული ჩარევის შემდეგ – (კორონარული შუნტირება, სარქვლის პროტეზირება, აორტის დისექცია და განშრევება, საძილე არტერიებიდან ენდარტერიექტომია და სხვა)
  • პერიკარდიტი, ენდოკარდიტი, ჰიდროპერიკარდი, გულის ტამპონადა
  • კარდიო-პულმონური თრომბოემბოლია