ვებ საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ზოგადი ქირურგია

ტრანსპლანტოლოგია
ტრანსპლანტოლოგია წარმოადგენს კლინიკის ერთერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას. ეს დარგი მოიცავს ორგანოების გადანერგვის რთულ, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ოპერაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას ჯერარსისრულად აკმაყოფილებს ამ პროცესისთვის აუცილებელ უმაღლეს სტანდარტებსტექნოლოგიური უზრუნველყოფითა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდით.

ტრანსპლანტოლოგიის სერვისები

  1. თირკმლის ტრანსპლანტაცია
    • ნებისმიერი სირთულის არტერიოვენური ფისტულის ფორმირება და გაუქმება
    • პერიტონეალური დიალიზის კათეტერის იმპლანტაცია და ექსპლანტაცია
    • პარათირეოიდული ჯირკვლების სუბტოტალური ან ტოტალური ამოკვეთა
  2. ღვიძლის ტრანსპლანტაცია
    • TIPS პროცედურები (ტრანსიუგულარული ინტრაჰეპატური პორტოსისტემური შუნტი) — ინოვაციური ტექნიკა ღვიძლის პორტალური ჰიპერტენზიის სამკურნალოდ
    • ღვიძლისა და სანაღვლე გზების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა
  3. იმუნოსუპრესიული თერაპია
    გადანერგვის შემდგომ სპეციალური პრეპარატების საშუალებით ხდება გადანერგილი ორგანოს უარყოფის პრევენცია, რაც ხელს უშლის პოსტოპერაციულ გართულებებს და ზრდის წარმატებულ შედეგებს.
  4. მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკაა
    კლინიკის თანამედროვე აღჭურვილობა უზრუნველყოფს ზუსტ და დროულ დიაგნოსტიკას, რაც უმნიშვნელოვანესია ეფექტური მკურნალობისთვის.
  5. პოსტოპერაციული მონიტორინგი და რეაბილიტაცია
    პაციენტების მუდმივი მეთვალყურეობა და ინდივიდუალურად შერჩეული რეაბილიტაციის პროგრამა ხელს უწყობს სწრაფ აღდგენას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

კლინიკა „ჯერარსის“ პროქტოლოგიის დეპარტამენტი გთავაზობთ სრულყოფილ და კომპლექსურ მომსახურებას პროქტოლოგიის მიმართულებით. 

ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები იყენებენ უახლეს დიაგნოსტიკურ და სამკურნალო მეთოდებს, რაც უზრუნველყოფს პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და მაქსიმალურად კომფორტულ მომსახურებას.

კლინიკაჯერარსისყბასახის ქირურგიის დეპარტამენტი გთავაზობთ კომპლექსურ მკურნალობას ყბასახის ქირურგიის მიმართულებით. მკურნალობა მოიცავს როგორც კონსერვატიულ, ისე ქირურგიულ ჩარევებს, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ისეთი პათოლოგიების მართვაში, როგორიცაა:

  • ტრავმებისახის ძვლების მოტეხილობები, რბილი ქსოვილების დაზიანებები და სხვა მექანიკური ტრავმები, რომლებიც საჭიროებს სასწრაფო და ზუსტ ჩარევას ფუნქციის აღსადგენად და ესთეტიკური შედეგის მისაღწევად.
  • ინფექციებიყბასახის არეში განვითარებული ჩირქოვანიინფექციური პროცესები, რომელთა დაგვიანებულმა მკურნალობამ შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.
  • ზედა ყბის წიაღის დაავადებებისინუსიტები, კისტები და სხვა პათოლოგიები, რომლებიც ხშირად საჭიროებენ ქირურგიულ კორექციას.
  • სამწვერა ნერვის პათოლოგიებინევრალგია, ნევრიტი და სხვა ნევროლოგიური დარღვევები.
  • სანერწყვე ჯირკვლების დაავადებებიკეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნები, კენჭოვანი დაავადებები, ანთებითი პროცესები და სხვა დარღვევები, რომლებიც ზეგავლენას ახდენს სანერწყვე ჯირკვლების ფუნქციონირებაზე.
  • სიმსივნეებიროგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი წარმონაქმნები ყბასახის რეგიონში, რომლებიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას და შემდგომ კომპლექსურ მკურნალობას.
  • თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციებისახისა და ყბების სტრუქტურის განვითარების ანომალიები ან ტრავმის/დაავადების შედეგად წარმოქმნილი დეფორმაციები, რომლებიც იწვევს როგორც ფუნქციურ (ღეჭვის, მეტყველების), ისე ესთეტიკურ პრობლემებს.

ჯერარსისკლინიკის სპეციალისტები უახლესი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე სამკურნალო მეთოდების გამოყენებით პაციენტებს სთავაზობენ ინდივიდუალურ მიდგომას და მაღალეფექტურ შედეგებს. 

ჩვენი მთავარი მიზანია არა მხოლოდ დაავადების განკურნება, არამედ პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სახის ფუნქციური და ესთეტიკური მთლიანობის აღდგენით.

ბარიატრიული ქირურგია არის პათოლოგიური სიმსუქნის ოპერაციული მკურნალობის ერთერთი ძირითადი მიმართულება. იგი ემსახურება ადამიანის ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ჩვენს კლინიკაში ბარიატრიული ქირურგია ხორციელდება თანამედროვე, მინიმალურად ინვაზიური (ლაპარასკოპიული) მეთოდებით, რაც უზრუნველყოფს ოპერაციის შემდგომ სწრაფ რეაბილიტაციას და შემცირებულ გართულების რისკს.

ბარიატრიული ოპერაციის ძირითადი ტიპები:

  • კუჭის ვერტიკალური რეზექცია (Sleeve Gastrectomy) – კუჭის ზომის შემცირება 60-80%-ით
  • გასტროშუნტირება (Gastric Bypass) – კუჭის ზედა ნაწილი პატარა ჯიბედ გამოიყოფა და პირდაპირ წვრილ ნაწლავთან ერთდება, ამ გზით საკვები გვერდს უვლის კუჭის ძირითად ნაწილსა და წვრილი ნაწლავის საწყის სეგმენტს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საკვები ნივთიერებების შეწოვას და ხელს უწყობს წონის ეფექტურ შემცირებას
  • რევიზიული ბარიატრიული ქირურგია – წინა ოპერაციის შედეგის გაუმჯობესება ან გამოსწორება

ვისთვის არის ბარიატრიული ქირურგია რეკომენდებული?

  • სხეულის მასის ინდექსი (BMI) ≥ 40
  • BMI ≥ 35 თანმხლები ქრონიკული დაავადებებით (შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, არტერიული ჰიპერტენზია, ძილის აპნოე და სხვ.)
  • როდესაც სხვა მეთოდებით (დიეტა, ფიზიკური აქტივობა, მედიკამენტები) წონის კონტროლი ვერ ხერხდება

ჩვენი გუნდი:

ჩვენს კლინიკაში ბარიატრიული პაციენტების მართვა ხორციელდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომელშიც გაერთიანებულნი არიან ბარიატრიული ქირურგები და ენდოკრინოლოგები.

ინდივიდუალურად შედგება მკურნალობის გეგმა, რეაბილიტაცია და წონის შენარჩუნების მონიტორინგი.

შედეგები:

ბარიატრიული ქირურგიის შედეგად პაციენტები მნიშვნელოვნად ამცირებენ წონას, უმჯობესდება ან სრულად ქრება თანმხლები დაავადებები.

შედეგად, იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი.

რეაბილიტაცია და დაკვირვება:

ოპერაციის შემდეგ პაციენტი გადის ეტაპობრივ რეაბილიტაციას.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ გრძელვადიან მონიტორინგს, რაც აუცილებელია ოპტიმალური შედეგების მისაღწევად და წონის სტაბილურად შესანარჩუნებლად.

მუცლის ღრუს ქირურგია არის ქირურგიის მიმართულება, რომელიც მოიცავს მუცლის ორგანოების (კუჭი, ნაწლავი, ღვიძლი, ელენთა, პანკრეასი) დაავადებების დიაგნოსტიკასა და ოპერაციულ მკურნალობას. ოპერაციები კეთდება როგორც ღია, ისე მინიმალურად ინვაზიური (ლაპაროსკოპიული) მეთოდებით, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.

ონკოქირურგია სპეციალიზირებულია მუცლის ღრუში არსებული სიმსივნეების ოპერაციულ მართვაზე. 

ონკოქირურგები ახორციელებენ სიმსივნური კერის სრულ ან ნაწილობრივ ამოღებას, რაც აუცილებელია დაავადების სტაბილიზაციისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

ჩირქოვანი ქირურგია წარმოადგენს იმ ქირურგიულ ჩარევებს, რომლებიც მიზნად ისახავს ჩირქოვანი წარმონაქმნების, აბსცესებისა და სხვა ინფექციური პროცესების ქირურგიულ მკურნალობას. 

დეპარტამენტი სპეციალიზებულია ინფექციებთან დაკავშირებულ ქირურგიულ პრობლემებზე, როგორიცაა ქსოვილების შეშუპება, ტკივილი და დაზიანებები, რომლებიც გამოწვეულია ბაქტერიების ან სხვა პათოგენების მოქმედებით.

კლინიკა „ჯერარსის“ ჩირქოვანი ქირურგიის დეპარტამენტი იყენებს როგორც ტრადიციულ ქირურგიულ მეთოდებს, ისე უახლეს მინიმალურად ინვაზიურ ტექნოლოგიებს, რათა უზრუნველყოს ოპერაციების მაღალი ეფექტურობა და პაციენტის მაქსიმალური კომფორტი.

ჩვენი სერვისებია:

  • ყველა ტიპის დიაბეტური ტერფის ქირურგიული მკურნალობა – მათ შორის ინფიცირებული წყლულების და ქსოვილის დაზიანების დროს განხორციელებული ჩარევები
  • გავა-კუდუსუნის დერმოიდული (პილონიდური) კისტების (ე.წ თმის ჩაბრუნების) ოპერაციული მკურნალობა – ჭრილობის სრული გაკერვით, რაც უზრუნველყოფს სწრაფ რეაბილიტაციას და მინიმალურ დისკომფორტს პოსტოპერაციულ პერიოდში
  • ენდოპროტეზირების შემდგომ ჩირქოვანი გართულებების მკურნალობა – ხორციელდება უახლესი ვაკუუმ-აპარატის გამოყენებით, რაც აუმჯობესებს ჭრილობის შეხორცებას
  • პოსტინექციური აბსცესებისა და ჩირქოვანი მასტიტების მკურნალობა – ტარდება ნაკლებად ტრავმული ოპერაციული ან პუნქციური მეთოდებით, რაც ამცირებს რეაბილიტაციის პერიოდს
  • ქრონიკულად შეუხორცებელი და ტროფიკული წყლულების მკურნალობა
  • კანის გადანერგვა – გამოიყენება მძიმე დამწვრობების, ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობებისა და წყლულების დროს კანის სტრუქტურის აღსადგენად