კლინიკის ინფრასტრუქტურა
კლინიკის პროექტი შემუშავებულია ისრაელის წამყვან ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რაც უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულების დაგეგმარებისა და ფუნქციონირების უმაღლეს სტანდარტებს.
ჩვენი ინფრასტრუქტურა მოიცავს:
- სტაციონარის საერთო ფართობი: 12,000 კვ.მ., 189 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკა, შექმნილი პაციენტთა მაქსიმალური კომფორტისა და სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის;
- ოპერაციული ბლოკი: 10 თანამედროვე საოპერაციო ოთახი, აღჭურვილი უახლესი ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და ეფექტურობას;
- კათეტერიზაციის ლაბორატორიები: უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თანამედროვე ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ ინტერვენციებს;
- ამბულატორიული განყოფილება: ყოველდღიურად ხელმისაწვდომია სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური სერვისები.
