კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) — PHILIPS Brilliance CT
კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) — თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური კვლევა, რომელიც უზრუნველყოფს სხეულის სხვადასხვა სისტემის ზუსტ და სწრაფ დიაგნოსტიკას.
კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენება:
- გულისა და ფილტვების, კუნთოვანი და ძვლოვანი სისტემის, ღვიძლის, ტვინისა და სხვა შინაგანი ორგანოების დაზიანებების, სიმსივნური წარმონაქმნების, ტრავმული დაზიანებებისა და მოტეხილობების გამოსავლენად
- ასევე ეფექტურია ინფექციური კერების, ანთებითი პროცესების, თრომბების ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისთვის, ოპერაციის, ბიოფსიისა და რადიაციული თერაპიის დაგეგმვისას, ასევე სიმსივნური დაავადებების მკურნალობის მონიტორინგისთვის

