ვებ საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლაბორატორია

ჯერარსის ლაბორატორია ფუნქციონირებს 2019 წლიდან. ჩვენი პრიორიტეტებია: კომფორტი, ხარისხი, სიზუსტე, პროფესიონალიზმი. ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე, სრულად ავტომატიზირებული, მაღალტექნოლოგიური აპარატურით, მათ შორის: Beckman Coulter, Siemens Healthineers, Instrumentation Laboratory,Finecare Plus.

ლაბორატორია აქტიურად არის ჩართული ხარისხის გარე კონტროლის საერთაშორისო პროგრამებში (EQAS, Labquality, RFB), მონაწილეობს კლინიკურ კვლევებში და რეგულარულად გადის საერთაშორისო დამკვეთი ორგანიზაციების შემოწმებას, რაც უზრუნველყოფს კვლევების სანდოობასა და სიზუსტეს. ჩვენთან პრე და პოსტანალიზური რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. ნიმუშის მოძრაობა და კვლევის შედეგების გაცემა სრულად ავტომატიზებულია ლაბორატორიული საინფორმაციო სისტემის დახმარებით.

ლაბორატორიული გამოკვლევები

  • ბიოქიმიური
  • სეროლოგიური
  • იმუნოლოგიური
  • მიკრობიოლოგიური
  • ბაქტერიოლოგიური
  • იმუნოჰისტოქიმიური
  • ჰორმონალური