ვებ საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მისია და ღირებულებები

მისია

პაციენტზე ორიენტირებული მიდგომით, საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით, ხელი შევუწყოთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის განვითარებას და ვიყოთ ლიდერები რეგიონალურ ჯანდაცვის ბაზარზე.

ხედვა

ვიყოთ რეგიონის წამყვანი მრავალპროფილური კლინიკა, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე სტანდარტებით, ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიებით, უმაღლესი ხარისხის მომსახურებითა და პაციენტების კეთილდღეობაზე მუდმივი ზრუნვით.

მთავარი
ღირებულება

თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე, თქვენთან ერთად – ინოვაციით, უმაღლესი ხარისხითა და დროული მომსახურებით.

მომსახურების გაფართოება

ახალი სამედიცინო სერვისების დანერგვა, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვითა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით; კლინიკის ინფრასტრუქტურის გაფართოება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

პაციენტის მოვლის ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება

კლინიკური პროცესების სტანდარტიზაცია, პაციენტის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ინიციატივებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა. ,,პაციენტების კმაყოფილების” რეგულარული შეფასებით მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და გაუმჯობესების სფეროების განსაზღვრა.

სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება

სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველსაყოფად გადამზადების კურსებისა და ტრენინგების ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს მათ მიერ თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკებისა და ტექნოლოგიების სრულყოფილ დაუფლებას. სამედიცინო პერსონალის ჩართულობის გაზრდა საერთაშორისო კონფერენცია-სემინარებში და სასწავლო პროგრამებში.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება

ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარისხის ამაღლებას. მხარდამჭერი ციფრული სისტემების დანერგვა-გაფართოება, რაც გააუმჯობესებს პაციენტის მონაცემების მართვას, ანგარიშგებასა და კლინიკასთან კომუნიკაციას.

სოციალური პასუხისმგებლობა და საზოგადოების ჩართულობა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინიციატივების განხორციელება და აქტიური ჩართულობა, რაც მოიცავს დაავადებების პრევენციას, ჯანმრთელობის განათლებასა და ინფორმირებულობის ამაღლებას. სოციალური პროგრამების მხარდაჭერა, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას.

ფინანსური მდგრადობა და რესურსების ეფექტური მართვა

კლინიკის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება და გაძლიერება, რაც გულისხმობს რესურსების ოპტიმალური გამოყენების გზით ხარჯების შემცირებასა და ინვესტიციების მოზიდვას. ეკონომიკური მოდელის განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურებების მიწოდების ხარჯების ეფექტურ მართვასა და პაციენტების ხელმისაწვდომობას მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე.

განვითარების სტრატეგია

კლინიკა ,,ჯერარსი’’ ყოველთვის ისწრაფვის იყოს ინოვატორი, ხარისხზე და განვითარებაზე ორიენტირებული, ჯანდაცვის სისტემაში არსებულ გამოწვევებს უპასუხოს სწრაფად, ეფექტურად და პროფესიონალურად. ჩვენი სტრატეგიული გეგმა შემუშავებულია იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი კლინიკის როლი როგორც, რეგიონალური ლიდერის ჯანდაცვის სფეროში.

ეთიკის კოდექსი

შესავალი: სს ჯერარსის ,,ეთიკის კოდექსი” წარმოადგენს კლინიკის ეთიკური პრინციპების, ღირებულებების, პროფესიონალიზმისა და პაციენტებისადმი მიძღვნილი პასუხისმგებლობების ქვაკუთხედს, რომელიც განსაზღვრავს თითოეული თანამშრომლის, ექიმისა და სხვა პროფესიონალის ქცევის სტანდარტებს პაციენტებთან, კოლეგებთან, საზოგადოებასთან და პარტნიორებთან ურთიერთობისას. მისი შესრულება აუცილებელია კლინიკის ყველა თანამშრომლისთვის და საფუძველს უქმნის ჩვენი საქმიანობის ეთიკურ და ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას. კოდექსის მიზანია ხარისხიანი და ეთიკურად გამართული სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა, რომელიც ემყარება პატივისცემას, კონფიდენციალობას და პროფესიონალიზმს.