მოზრდილთა გულ-სისხლძარღვთა დეპარტამენტი
❖ კარდიოქირურგია
❖ ანგიოქირურგია
❖ ინტერვენციული კარდიოლოგია
❖ კარდიოთერაპია
კლინიკა „ჯერარსის“ გულ–სისხლძარღვთა დეპარტამენტი უზრუნველყოფს გულისა და სისხლძარღვების დაავადებების სრულყოფილ დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და ქირურგიულ ჩარევას, სხვადასხვა სირთულის თერაპიული პროფილის პაციენტების მართვას.
დეპარტამენტი კომპლექსურად აერთიანებს კარდიოლოგიურ, კარდიოქირურგიულ და თერაპიულ სერვისებს, რაც პაციენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ მაღალი ხარისხის, ინდივიდზე მორგებული ზრუნვა ერთ სივრცეში.
კარდიოთერაპიის განყოფილებაში ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები:
- გულ–სისხლძარღვთა დაავადებების სრული დიაგნოსტიკა
- გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიების მკურნალობა, მათ შორის: არტერიული ჰიპერტენზია, არითმია, კორონარული დაავადებები
- არაინვაზიური კვლევები, როგორიცაა: ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ), გულის ექოსკოპია, სტრეს–ტესტი, ჰოლტერის ეკგ მონიტორინგი, არტერიული წნევის მუდმივი მონიტორინგი, სპირომეტრია
- მედიკამენტოზური მკურნალობა და გრძელვადიანი მონიტორინგი
- რესპირატორული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, მათ შორის პნევმონია და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ)
- თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის მართვა
- ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები რესპირატორული სისტემის დაავადებების დასადგენად
დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით:
- კარდიოლოგი
- თერაპევტი
- კარდიოქირურგი
- ინტერვენციული კარდიოლოგი
- არითმოლოგი
- პულმონოლოგი
- ნეფროლოგი
- ანგიოქირურგი
