ვებ საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნევროლოგია, ნეიროქირურგია, ენდოვასკულარული ნეიროქირურგია

ნევროლოგია

კლინიკა „ჯერარსის“ ნევროლოგიური დეპარტამენტი უზრუნველყოფს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების სრულფასოვან დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და მონიტორინგს. ჩვენი გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური ნევროლოგებისგან, რომლებიც თანამედროვე გაიდლაინებზე დაფუძნებით მართავენ როგორც მწვავე, ისე ქრონიკულ ნევროლოგიურ პათოლოგიებს.

ნევროლოგიური სერვისები მოიცავს

  • თავის ტკივილებისა და მიგრენის დიაგნოსტიკა და მკურნალობა
  • ინსულტის პრევენცია და შემდგომი რეაბილიტაცია
  • ეპილეფსიის მართვა
  • ნევროდეგენერაციული დაავადებების (პარკინსონი, ალცჰაიმერი) დიაგნოსტიკა და მკურნალობა
  • ზურგის ტვინისა და ნერვების დაზიანებების მკურნალობა
  • ძილის დარღვევებისა და ნეიროგენული ტკივილების მკურნალობა
  • ნევროპათიებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
  • თრომბოლიზისი და თრომბექტომია

კლინიკა „ჯერარსის“ ნეიროქირურგიის დეპარტამენტი გთავაზობთ ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების თანამედროვე მიკროქირურგიულ მკურნალობას. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ნეიროქირურგებით, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება.

ჩვენი მიზანია პაციენტებს შევთავაზოთ უსაფრთხო, ეფექტური, ინდივიდზე მორგებული მკურნალობა, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით.

კლინიკა „ჯერარსში“ ნეიროქირურგიის მიმართულებით ხელმისაწვდომია როგორც გადაუდებელი, ისე გეგმიური სამედიცინო მომსახურება.

გადაუდებელი მომსახურებები

  • თავის ტვინის ჰემორაგია
  • თავის ტვინისა და ქალას ძვლების ტრავმული დაზიანება
  • ხერხემლის სვეტისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება

გეგმიური მომსახურებები

  • თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიები
  • თავის ტვინის სიმსივნეები
  • ხერხემლის სვეტისა და ზურგის ტვინის სიმსივნეები
  • მალთაშუა დისიკის თიაქარი და სპინალური სტენოზი
  • არამდგრადი ხერხემალი
  • პერიფერიული ნერვული სისტემის ქირურგიული ჩარევები

კლინიკა „ჯერარსის“ ენდოვასკულარული ნეიროქირურგიის დეპარტამენტი გთავაზობთ ნერვული სისტემის დაავადებების მკურნალობას უახლესი მინიმალურად ინვაზიური ენდოვასკულარული ტექნიკით, რაც უზრუნველყოფს დაბალი რისკით მკურნალობას და სწრაფ აღდგენას.

ენდოვასკულარული ჩარევები ტრადიციულ ქირურგიულ ოპერაციებთან შედარებით თანამედროვე, ნაკლებად ინვაზიური ალტერნატივაა, რის შედეგადაც პაციენტები უმოკლეს დროში და მინიმალური დატვირთვით უბრუნდებიან ყოველდღიურ ცხოვრებას.

ჩვენი დეპარტამენტი ასრულებს შემდეგ ენდოვასკულარულ ჩარევებს:

  • ტვინის ანევრიზმების და მიკროანომალიების მკურნალობა
  • გრძელი სისხლძარღვების მკურნალობა
  • ინსულტის პრევენცია
  • ინსულტის ცენტრი

    კლინიკაში ფუნქციონირებს სპეციალიზებული ინსულტის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს:

    • ინსულტის სწრაფ და ზუსტ დიაგნოსტიკას
    • ეფექტურ მკურნალობას ნევროლოგების, ნეიროქირურგებისა და რეანიმატოლოგების მიერ
    • აღდგენით თერაპიას, რაც ხელს უწყობს პაციენტის სწრაფ დაბრუნებას ჩვეულებრივ ცხოვრების რიტმში

    ჩვენი მთავარი მიზანი ინსულტის მართვის პროცესში დროის ფაქტორის ეფექტურად გამოყენებაა, რადგან ყოველი წუთი პაციენტის სიცოცხლისა და შემდგომი რეაბილიტაციისთვის გადამწყვეტია.