ვებ საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ულტრასონოგრაფია

ულტრაბგერითი კვლევა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული არაინვაზიური დიაგნოსტიკური მეთოდია, რომელიც თანამედროვე მედიცინაში ითვლება შეუცვლელ, სწრაფ, უსაფრთხო და საიმედო სადიაგნოსტიკო საშუალებად. იგი ეფუძნება მაღალი სიხშირის ხმის ტალღების გამოყენებას, რაც საშუალებას იძლევა ორგანოების, რბილი ქსოვილებისა და სისხლძარღვების დეტალური ვიზუალიზაციას გამოსხივების გარეშე.

კლინიკაში შესაძლებელია შემდეგი სახის ულტრაბგერითი გამოკვლევების ჩატარება:

  • ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
  • მუცლის ღრუს ორგანოების გამოკვლევა
  • საშარდე სისტემის გამოკვლევა
  • მენჯის ღრუს ორგანოები გამოკვლევა
  • სარძევე ჯირკვლის გამოკვლევა
  • ექოკარდიოგრაფია (ტრანსთორაკალური; ტრანსეზოფაგური)
  • სისხლძარღვთა დოპლეროგრაფია (არტერიებისა და ვენების შეფასება)
  • ზედაპირული რბილი ქსოვილების გამოკვლევა (ლიმფური კვანძები, კვანძოვანი წარმონაქმნები და სხვა)
  • პუნქციური ბიოფსია ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ (უსაფრთხო და ნაკლებად ინვაზიური მეთოდი ქსოვილიდან ნიმუშის ასაღებად)