ვებ საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უროლოგია

უროლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის მამაკაცის შარდ-სასქესო სისტემის და ქალის საშარდე სისტემის დაავადებებს, მათ ეტიოლოგიურ ფაქტორებს, ეპიდემიოლოგიას, დიაგნოსტიკის მეთოდებს, დიფერენციალურ დიაგნოსტიკას, მკურნალობის მეთოდებს და ამ დაავადებების პრევენციას.

კლინიკა ,,ჯერარსში” ფუნქციონირებს უროლოგიისა და ენდოუროლოგიის განყოფილება, სადაც ნებისმიერი სახის უროლოგიური დაავადების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობაა შესაძლებელი:

უროლოგიური დაავადებებია:

  • თირკმლის და შარდსაწვეთის კენჭები
  • შარდის ბუშტის კენჭები
  • პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება
  • თირკმლის სიმსივნე
  • პროსტატის სიმსივნე
  • სათესლე ჯირკვლის სიმსივნე
  • შარდის ბუშტის სიმსივნე
  • სასქესო ასოს სიმსივნე
  • ურეთრის სიმსივნე
  • ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სიმპტომები: ნოქტურია (ღამით ხშირი შარდვა); შარდის შეუკავებლობა
  • სქესობრივი დისფუნქცია (როგორიცაა, მაგალითად ერექციული ფუნქციის მოშლა)
  • მამაკაცის უნაყოფობა
  • მენჯის ტკივილი
  • უროლოგიური ინფექციები
  • შარდ-სასქესო სისტემის ანომალიები და განვითარების მანკები

    ონკო-უროლოგია

    • შარდის ბუშტის და პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა
    • თირკმლისა და თირკმელზედა ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის ქირურგიული მკურნალობა
    • სასქესო ასოს ავთვისებიანი სიმსივნის ქირურგიული მკურნალობა
    • სათესლე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის ქირურგიული მკურნალობა

    ლაპაროსკოპიული და ენდოსკოპიური მკურნალობა

    • შარდ-კენჭოვანი დაავადებების მკურნალობა – ლითოტრიფსია (ლაზერული, ულტრაბგერითი)
    • პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობა – (პროსტატის ბიპოლარული ტრანსურეთრალური რეზექცია, პროსტატის ლაზერული/ბიპოლარული ენუკლეაცია
    • ქალებსა და მამაკაცებში შარდის შეუკავებლობის მკურნალობა

    რეკონსტრუქციული უროლოგია

    • საშარდე მილის შევიწროების აღდგენა ენდოსკოპიური მეთოდით, ასევე ქირურგიული მკურნალობა
    • მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტის შევიწროების პლასტიკა

    ქალთა უროლოგია

    • შარდის შეუკავებლობის დიაგნოსტიკა და  მკურნალობა
    • შარდოვანი ფისტულების ლიკვიდაცია
    • კრიპტორქიზმის (სათესლე ჯირკვლის ჩამოუსვლელობა) მკურნალობა
    • ჰიპოსპადიის და ეპისპადიის ქირურგიული მკურნალობა

    ანდროლოგია

    • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობა
    • ერექციული დისფუნქციის მკურნალობა
    • მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა