ჩვენ შესახებ
მრავალპროფილური კლინიკა „ჯერარსი“ უზრუნველყოფს ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების ფართო სპექტრს და გამოირჩევა თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით.
კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით, რომელსაც მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში.
კლინიკა ჯერარსი 2019 წელს გაიხსნა. იგი განთავსებულია 12000 კვ.მ. ფართობზე და დაგეგმარებულია უსაფრთხოების და ეკოლოგიის ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით, რაც ითვალისწინებს ჰოსპიტალური უსაფრთხოების ინდექსის მოთხოვნებს.
კლინიკის ინფრასტრუქტურა
კლინიკის პროექტი შემუშავებულია ისრაელის წამყვან ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რაც უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულების დაგეგმარებისა და ფუნქციონირების უმაღლეს სტანდარტებს.
ჩვენი ინფრასტრუქტურა მოიცავს:
- სტაციონარის საერთო ფართობი: 12,000 კვ.მ., 189 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკა, შექმნილი პაციენტთა მაქსიმალური კომფორტისა და სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის
- ოპერაციული ბლოკი: 10 თანამედროვე საოპერაციო ოთახი, აღჭურვილი უახლესი ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და ეფექტურობას
- კათეტერიზაციის ლაბორატორიები: უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თანამედროვე ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ ინტერვენციებს
- ამბულატორიული განყოფილება: ყოველდღიურად ხელმისაწვდომია სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური სერვისები.
ჩვენ გთავაზობთ
გადაუდებელი და გეგმიური მომსახურება
როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული
