ვებ საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საერთაშორისო ურთიერთობები & პროექტები

კლინიკა „ჯერარსი“ არის პირველი სამედიცინო დაწესებულება საქართველოში, რომელმაც TEMOS-ის საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა. TEMOS-ის აკრედიტაცია ჯანდაცვის სფეროში ხარისხის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ნიშანია. იგი მოიცავს დეტალურ შეფასებასა და შემოწმებას, რომელსაც გერმანიაში დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაცია ატარებს. ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთი კრიტერიუმების შესრულებას, როგორიცაა: პაციენტთა უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ინფექციების კონტროლი და პრევენცია, ექიმებისა და ექთნების პროფესიული კომპეტენცია, უწყვეტი განათლება, მენეჯმენტისა და მართვის პროცესები.

ეს დიდი აღიარება არის ჩვენი კლინიკისა და მთელი ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. TEMOS-ის აკრედიტაციის მოპოვება გვაძლევს შესაძლებლობას, გავაფართოვოთ საერთაშორისო პარტნიორობა და კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები, როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ და გლობალურ დონეზე. TEMOS-ის აკრედიტაცია წარმოადგენს კლინიკის ხარისხის მენეჯმენტისა და ჯანდაცვის სერვისების მუდმივი გაუმჯობესების პროცესს, რომელიც ითვალისწინებს როგორც პაციენტთა უსაფრთხოებას, ისე პერსონალის კომპეტენციას და ინფრასტრუქტურულ უსაფრთხოებას. “ სს ,,ჯერარსის” გენერალური დირექტორი.

საერთაშორისო ურთიერთობები

„Temos International“- აქვს ექსკლუზიური პარტნიორობა დიპლომატიურ საბჭოსთან (Diplomatic Council – DC), რომელიც ვრცელდება „Temos“-ის მიერ აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებზე.

კლინიკაჯერარსიდასახელებულია, როგორც Diplomatic Council-ის “Preferred Partner Hospital”რაც ნიშნავს, რომ დაწესებულებამ წარმატებით დააკმაყოფილა დიპლომატიური საბჭოს უმაღლესი ჰოსპიტალური სტანდარტები. აღნიშნული სტატუსი მინიჭებული იქნა „Temos International Healthcare Accreditation (TIHA)“- მიერ.

დიპლომატიური საბჭო წარმოადგენს გაეროს მიერ აკრედიტირებულ გლობალურ „Think Tank“-, რომელიც აერთიანებს დიპლომატიას, ბიზნესს, მეცნიერებასა და ჯანდაცვას და ხელს უწყობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას მსოფლიოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში.

მენეჯმენტის სისტემისთვის
EN ISO 9001:2015

შპს “კაიზენ ინსტიტუტი საქართველო„

Kaizen Institute Georgia (KIGE) არის საერთაშორისო კონსულტინგ-ჯგუფის Kaizen Institute ლიცენზირებული წარმომადგენლობა საქართველოში, რომელმაც ოპერაციები დაიწყო 2017 წლის 17 მაისს. კომპანია სპეციალიზირებულია Lean Management–სა და უწყვეტი გაუმჯობესების კუთხით და უზრუნველყოფს კომპლექსურ სერვისებს — სტრატეგიული დაგეგმარებიდან პროცესების ოპტიმიზაციამდე და ყოველდღიური გაუმჯობესებებით მართვის მეთოდიკით.