ჩვენ შესახებ
კლინიკა „ჯერარსი“ არის პირველი სამედიცინო დაწესებულება საქართველოში, რომელმაც TEMOS-ის საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა. TEMOS-ის აკრედიტაცია ჯანდაცვის სფეროში ხარისხის ერთ–ერთი ყველაზე აღიარებული ნიშანია. იგი მოიცავს დეტალურ შეფასებასა და შემოწმებას, რომელსაც გერმანიაში დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაცია ატარებს. ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთი კრიტერიუმების შესრულებას, როგორიცაა: პაციენტთა უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ინფექციების კონტროლი და პრევენცია, ექიმებისა და ექთნების პროფესიული კომპეტენცია, უწყვეტი განათლება, მენეჯმენტისა და მართვის პროცესები.
აკრედიტებული პარტნიორები
„ეს დიდი აღიარება არის ჩვენი კლინიკისა და მთელი ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. TEMOS–ის აკრედიტაციის მოპოვება გვაძლევს შესაძლებლობას, გავაფართოვოთ საერთაშორისო პარტნიორობა და კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები, როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ და გლობალურ დონეზე. TEMOS–ის აკრედიტაცია წარმოადგენს კლინიკის ხარისხის მენეჯმენტისა და ჯანდაცვის სერვისების მუდმივი გაუმჯობესების პროცესს, რომელიც ითვალისწინებს როგორც პაციენტთა უსაფრთხოებას, ისე პერსონალის კომპეტენციას და ინფრასტრუქტურულ უსაფრთხოებას. “ სს ,,ჯერარსის” გენერალური დირექტორი.
მრავალპროფილური კლინიკა „ჯერარსი“ უზრუნველყოფს ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების ფართო სპექტრს და გამოირჩევა თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით. კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით, რომელთაც მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვთ მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში.
ინოვაციური კონცეფცია და საერთაშორისო სტანდარტები
კლინიკის ინფრასტრუქტურა
კლინიკის პროექტი შემუშავებულია ისრაელის წამყვან ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რაც უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულების დაგეგმარებისა და ფუნქციონირების უმაღლეს სტანდარტებს. ჩვენი ინფრასტრუქტურა მოიცავს:
- სტაციონარის საერთო ფართობი: 12,000 კვ.მ., 189 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკა, შექმნილი პაციენტთა მაქსიმალური კომფორტისა და სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის;
- ოპერაციული ბლოკი: 10 თანამედროვე საოპერაციო ოთახი, აღჭურვილი უახლესი ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და ეფექტურობას;
- კათეტერიზაციის ლაბორატორიები: უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თანამედროვე ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ ინტერვენციებს;
- ამბულატორიული განყოფილება: ყოველდღიურად ხელმისაწვდომია სხვადასხვა პროფილის ექიმ–სპეციალისტების კონსულტაციები და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური სერვისები.
