ჯერარსის კლინიკაში მნიშვნელოვანი სიახლეა!
თბილისის მერიის ინიციატივით, დაიწყო ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამა, რომლის მიზანია დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და სიცოცხლის გადარჩენის შანსის გაზრდა.
პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებულ 45-75 წლის მოქალაქეებს, რომლებიც არიან თამბაქოს აქტიური მომხმარებლები ან შეწყვიტეს მისი მოხმარება ბოლო 15 წლის განმავლობაში, შეუძლიათ სკრინინგის ჩატარება სრულიად უფასოდ.
სკრინინგი მოიცავს დაბალ დოზირებულ კომპიუტერულ ტომოგრაფიას (LDCT), რომელიც დეტალურად აფასებს ფილტვის მდგომარეობას. გამოსხივება მნიშვნელოვნად შემცირებულია, სტანდარტულ გულმკერდის CT-სთან შედარებით.
კლინიკა ჯერარსი ჩართულია აღნიშნულ პროგრამაში და მზად არის იზრუნოს უპირველესზე, თქვენს ჯანმრთელობაზე
გახსოვდეთ, დროული დიაგნოსტიკა ხშირად წარმატებულ შედეგს განაპირობებს.
კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 032 211 11 12
მუხიანის ქ. 2ა

