7 გზა ართრიტის საპროფილაქტიკოდ – ართრიტის მსოფლიო დღე

 

12 ოქტომბერს აღინიშნება ართრიტის მსოფლიო დღე. 

ამ დღის მთავარი არსია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება  და  ინფორმაციის გავრცელება რევმატოლოგიური დაავადებების, ართრიტის და მისი ყველა ფორმის შესახებ.

ართრიტი –  არის სახსრების მწვავე ანთებითი დაავადება, რომელიც უყურადღებობის შემთხვევაში არა მხოლოდ სახსრების ტკივილს არამედ, უუნარობასა და ინვალიდობას იწვევს.

 

რა შეიძლება გავაკეთოთ ართრიტის განვითარების პრევენციისათვის?

 

7 გზა ართრიტის საპროფილაქტიკოდ

აკონტროლეთ სხეულის მასა. სხეულის ჭარბი წონა ართრიტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია. რაც უფრო დიდია წნევა სახსრებზე, მით უფრო სწრაფად ხდება მათი ცვეთა. ჩართეთ თქვენს კვების რაციონში უფრო მეტი მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული, შეზღუდეთ ნახშირწყლებისა და ცხიმების მოხმარება.

 

 

 

 

გაატარეთ ნაკლები დრო მაღალ ქუსლებზე. ადამიანის ფეხის აგებულება არ გვაძლევს საშუალებას, რომ მთელი დღე თითის წვერებზე ვიაროთ. ეს ფაქტი ხშირად გვეპარება ფეხსაცმელების შერჩევისას. დროდადრო მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით სიარული ნორმალურია, თუმცა სისტემატიურად, ეს იწვევდ ართრიტის წარმოშობის საშიშროებას.

 

 

 

 

ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით ვარჯიშისას. ზოგიერთი სპორტი სახეობა, როგორიცაა გრძელ დისტანციებზე სირბილი, ფეხბურთი და ა.შ. საკმაოდ ტვირთავს სახსრებს. ამ სახეობის სპორტით დაკავებული ადამიანები ოსტეოართრიტით დაავადებულთა რისკ ჯგუფში არიან. მათთვის ვისაც უნდა სახსრების ჯანმრთელობა შეინარჩუნოს და ამასთანავე ცხოვრების აქტიური წესით იცხოვროს რეკომენდირებულია ველოსიპედით სეირნობა და ასევე ცურვა.

 

 

 

შეამცირეთ დატვირთვა ყოველდღიური აქტივობებისას. ფიზიკური მოძრაობებისას, მაგალითად ადგომისას ძალიან მნიშვნელოვანია დატვირთვა მოდიოდეს ფეხებზე და არა ზურგზე, ეს ძალიან ზოგავს ხრტილსა და სახსარს, ასევე ერთ-ერთი რეკომენდაციაა ქალბატონებმა ჩანთა ატარონ მხარზე და არ ეჭიროთ სიმძიმე ხელში.

 

 

 

თავი დაიზღვიეთ ტრავმების მიღებისგან. ბუნებრივია მცირედი ტრავმაც ხელს უწყობს ართრიტისა და პრობლემების წარმოსობას, რომლებიც უმეტესად ასაკის მატებასთან ერთად უფრო მწვავდება. ფიზიკური აქტივობის შემთხვევაში, დააკვირდით, ვარჯიშის მეორე დღეს თავს როგორ გრძნობთ, თუკი გრძნობთ ტკივილს სახსრების არეში, შესაძლოა ეს ვარჯიში თქვენთვის არ არის შესაფერისი. გაზარდეთ დატვირთვა თანდათანობით, აკეთეთ რთული მაგრამ უსაფრთხო ვარჯიშები.

 

 

 

შეამოწმეთ D ვიტამინი ორგანიზმში. D ვიტამინის ნაკლებობა ძალიან ხშირია, განსაკუთრებით ქალბატონებში. გაიარეთ პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება, რადგან D ვიტამინის ბალანსის შენარჩუნება ორგანიზმში, მნიშვნელოვანად ამცირებს ძვლოვანი და სახსროვანი დაავადებების განვითარების რისკს.

 

 

 

დალიეთ წყალი. კიდევ ერთი მიზეზი მეტი წყლის დასალევად, სწორედ სახსრებისა და ხრტილის ჯანმრთელობის შენარჩუნება და ართრიტის პროფილაქტიკაა. ხრტილის ძირითადი შემადგენელი წყალია, ამიტომ, როდესაც ჩვენი ორგანიზმი გაუწყლოვებულია, ხრტილი იფიტება და დგება სახსრებისა და ძვლების დაზიანების საშიშროება. ნორმალურ პირობებში ადამიანმა 1.5 წყალი უნდა მიიღოს დღეში.

 

 

 

 

ართრიტი საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, თუმცა არსებობს გზები მისი პრევენციისათვის. ეს მარტივი რჩევები დახეხმარებათ შეამციროთ ძვლების, სახსრებისა და კუნთოვანი სისტემის დაავადებების განვითარების რისკები.