ჯერარსის წარმომადგენლებმა მოსკოვში პრეზენტაცია გამართეს

კლინიკა ჯერარსის წარმომადგენლებმა 22 ნოემბერს მოსკოვში გამართულ ვორკშოპში მიიღეს მონაწილეობა.

სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ორმოცდაათამდე სადაზღვეო კომპანიისა და სამედიცინო ტურიზმის სააგენტოების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ჩვენი კლინიკის პრეზენტაცია, რომელშიც აღინიშნა კლინიკის მაღალტექნოლოგიური და ულტრათანამედროვე აღჭურვილობა, ხაზი გაესვა მიმართულებებს, რომლითაც უცხოელი პაციენტები არიან დაინტერესებულები.

საქართველო და კლინიკა ჯერარსი საკმაოდ სწრაფად ვითარდება, სამედიცინო ტურიზმის – უცხოელი პაციენტების მკურნალობისა და მომსახურების კუთხით, რადგან  ჩვენი სამედიცინო სტანდარტები საკმაოდ მაღალი, ფასები კი ხელმისაწვდომია.

დღესდღეისობით ძალიან ბევრი პაციენტია დაინტერესებული საქართველოში სამედიცინო მომსახურების მიღებით.