ოპერაცია ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში

 

 

კლინიკა ჯერარსის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტში ყოველდღიურად ტარდება სხვადასხვა სირთულის ოპერაციები. ერთ-ერთ ასეთ ოპერაციას განეკუთვნება  ლაპარასკოპიული მეთოდით პანკრეასის დისტალური რეზექცია, სპლენექტომიასთან ერთად. აღნიშნული ოპერაცია  კლინიკა ჯერარსის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ღლონტმა და მისმა გუნდმა  ჩაატარა.

პაციენტი 31 წლის ქალბატონი,  რომელსაც  რამოდენიმე წელია დიაგნოსტირებული აქვს  პანკრეასის კუდის კისტა. რის გამოც პერიოდულად  უტარდებოდა საკონტროლო კვლევები (მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია), ბოლო პერიოდში გამოიხატა ტკივილი ეპიგასტრიუმის არესა და მუცლის მარცხენა ნახევარში, ჩაუტარდა მაგნიტურ რეზონანსული ქოლანგიო-პანკრეატოგრაფია (MRCP), სადაც აღინიშნება კისტის მკვეთრი მატება ზომაში, გამოვლინდა კისტის კავშირი ვირზუნგის სადინართან, აღნიშნული ჩვენების საფუძველზე გადაწყდა ქირურგიული ჩარევა და შესრულდა  ლაპარასკოპიული მეთოდით პანკრეასის დისტალური რეზექცია, სპლენექტომიასთან ერთად.

 

ჰოსპიტალიზაციის პერიოდი 5 დღე, პაციენტი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე.