კლინიკა ჯერარსს ქალაქ მინსკის, სამედიცინო ტურიზმის სააგენო „ტრიოსტაილის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ.

ქალაქ მინსკში არსებული კომპანია „ტრიოსტაილი“  უცხოელი პაციენტებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო სამედიცინო მომსახურების შეთავაზებასა და უზრუნველყოფას ემსახურება.

გასულ თვეში სამედიცინო ტურიზმის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებოდნენ.

ჩვენი ქვეყნის არაერთ სამედიცინო დაწესებულებასთან ერთად, მათ ჯერარსის კლინიკაც დაათვალიერეს და როგორც მათ აღნიშნეს,  ჩვენი ახალი საავადმყოფო ათ ქულიანი შეფასების სისტემიდან ათით შეაფასეს.

„ტრიოსტაილის“ წარმომადგენლების თქმით, განსაკუთრებულად მათი ყურადღება კლინიკის ევროპული სტანდარტებით აღჭურვამ მიიქცია. აღინიშნა ჯერარსის გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია  ექიმებით, რომლებსაც აქვთ მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მუშაობის გამოცდილება.

უცხოელი კოლეგების განცხადებით, მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კლინიკის შესაძლებლობებმა.

ბელორუსში დაბრუნების შემდეგ, კომპანია „ტრიოსტაილის“ ვებ-გვერდზე ჯერარსის კლინიკას სტატია მიეძრვნა.

იხ. სტატია : https://bit.ly/2ZRxIMD