CT თუ MRT ?

დღესდღეისობით მედიცინა საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული. მაღალტექნოლოგიური განვითარება და ისეთი სადიაგნოსტიკო საშუალებები როგორიცაა მაგნიტო-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია, ექიმებს საშუალებას აძლევს გამოიკვლიონ შიდა ორგანოები და გამოავლინონ პათოლოგიები და დასვან ზუსტი და დროული დიაგნოზი.

პაციენტმა, რომელიც სერიოზული სამედიცინო დიაგნოსტიკისთვის ემზადება, ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს, რაში მდგომარეობს ამ ორ კვლევას შორის განსხვავება.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე კვლევის შედეგად კეთდება შინაგანი ორგანოების სამ განზომილებიანი გამოსახულება, მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა მგრძნობელობის ხარისხის და მოქმედების პრინციპის მიხედვით.

სხვაობა მოქმედების მიხედვით

კომპიუტერული ტომოგრაფი იყენებს რენტგენის სხივებს. ეს არის  ინსტალაცია, რომელიც პაციენტის სხეულის გარშემო ტრიალებს, ყველა მიღებულ გამოსახულებას კი აჯამებს და ამუშავებს კომპიუტერი.

მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის შემთხვევაში, რენტგენის სხივების მაგივრად  მაგნიტური ველები მუშაობს. ადამიანის სხეულში ქსოვილები რეზონანსდება, ტომოგრაფი კი უჯრედული ვიბრაციების საფუძველზე ამზადებს და შიფრავს გამოსახულებას.

 

მაგნიტო-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩვენებები

არსებობს დაავადებები, რომელთა შემთხვევაშიც ორივე კვლევის ჩატარებაა გამართლებული.

თუმცა რიგ შემთხვევებში გასათვალისწინებელია, რომელი სადიაგნოსტიკო საშუალება მოგვცემს მაქსიმალურად ინფორმატიულ გამოსახულებას.

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ინიშნება, როდესაც საჭიროა სხეულში, ნერვულ სისტემის, კუნთების, სახსრებისა და რბილი ქსოვილების დეტალური შესწავლა. მაგრამ წყალბადის პროტონების დაბალი შემცველობის გამო, შედეგი შეიძლება არ იყოს საკმარისი ჩონჩხის სისტების შესასწავლად.

ამ შემთხვევებში უმჯობესია კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება. CT- ს შეუძლია ასევე უფრო ჭეშმარიტი სურათი მოგცეს ღრმა ორგანოების, მაგალითად, კუჭის, ნაწლავების და ფილტვების გამოკვლევისას.

 

რომელი დაავადების შემთხვევაშია რეკომენდურებული CT ან MRT კვლევის ჩატარება?

MRT მითითებულია:

  • ინსულტის დიაგნოსტიკისთვის.
  • მენჯის ღრუს ორგანოების დაავადების გამოსაკვლევად.
  • ტრაქეის, საყლაპავისა და სისხლძარღვების გამოსაკვლევად.

CT საუკეთესოა შემდეგი ორგანოების გამოსაკვლევად:

  • სასუნთქი სისტემის ორგანოები.
  • თირკმელები.
  • მუცლის ღრუს ღრუს ორგანოები.
  • ძვლების სისტემა.
  • ტრავმის ზუსტი ადგილმდებარეობის დასადგენად.

 

პროცედურებთან დაკავშირებული უკუჩვენებები

CT- ს ჩატარება არ არის რეკომენდირებული:

  • ორსული ქალებისთვის (ნაყოფზე გამოსხივების რისკის გამო).
  • მცირეწლოვანი ბავშვებისთვის.
  • კვლევის ხშირად ჩატარება.
  • გამოსაკვლევ ადგილზე თაბაშირის არსებობის შემთხვევაში.
  • თირკმლის უკმარისობის დროს.
  • ძუძუთი კვების დროს.

MRT-ს ჩატარება არ არის რეკომენდირებული:

  • კლაუსტროფობიისას, როდესაც ადამიანს ეშინია დახურული სივრცეების.
  • ორგანიზმში კარდიოსტიმულატორის არსებობის შემთხვევაში.
  • ორსულობის პირველი ტრიმესტრში.
  • პაციენტებისთვის რომელთა სხეულის მასა 110 კგ-ზე მეტია.
  • ლითონის იმპლანტანტების არსებობის შემთხვევაშ მაგალითად სახსრებში.

იმის გასაგებად, თუ რომელია თქვენს შემთხვევაში უკეთესი – MRT თუ CT, ამისათვის უნდა გაითვალისწინოთ თითოეული კვლევის ტიპის დადებითი მხარეები.

 

მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების უპირატესობები

  • კვლევა იძლევა მაქსიმალურად ზუსტ შედეგს.
  • ეს არის ყველაზე ინფორმაციული მეთოდი ცენტრალური ნერვული სისტემის გამოსაკვლევად.
  • საუკეთესო მეთოდია ხერხემლის თიაქარს შემთხვევაში.
  • ეს არის უსაფრთხო გამოკვლევა ორსული ქალებისა და ბავშვებისთვის.
  • საჭიროების შემთხვევაში, კვლევა შიძლება ჩატარდეს ხშირად.
  • აბსოლუტურად უმტკივნეულოა.
  • მიიღება სამგანზომილებიანი გამოსახულებები.
  • შესაძლებელია ინფორმაციის შენახვა კომპიუტერულ მეხსიერებაში.
  • მცდარი ინფორმაციის მიღების ალბათობა პრაქტიკულად ნულის ტოლია.
  • კვლევისას რენტგენის სხივების ზემოქმედება არ ხდება.

 

კომპიუტერული ტომოგრაფიის უპირატესობები

  • მიიღება სამგანზომილებიანი გამოსახულებები.
  • მიიღება ძვლოვანი სისტემის სრულყოფილი გამოსახულება.
  • პროცედურა არ არის მტკივნეული.
  • კვლევის ჩატარებას რამდენიმე წუთი სჭირდება.
  • მიღებული ინფორმაცია მაქსიმალურად ზუსტია.
  • აქვს უფრო მცირე გამოსხივება, ვიდრე რენტგენოლოგიურ აპარატს.
  • კვლევა შეიძლება ჩატარდეს ლითონის ან ელექტრო მოწყობილობების თანხლებით.
  • მიიღება ზუსტი ინფორმაციას შინაგანი სისხლდენების, სიმსივნეების შესახებ.
  • MRT- სთან შედარებით უფრო ხემისაწვდომი ფასი აქვს.