კორონარული შუნტირება

რა არის კორონარული შუნტირების ჩვენება?

იშემიური დაავადებების დროს, როდესაც ხდება ძირითადი არტერიის  75% -ზე მეტით შევიწროება და მედიკამენტოზური მკურნალობა ეფექტური აღარ არის, დგება კორონარული შუნტირების ჩატარების საჭიროება.

ზოგჯერ შუნტირების ჩვენება მიოკარდიუმის ინფარქტი ხდება, რადგან ხშირად, ასეთ დროს არტერიები იბლოკება და მათ გასაფართოვებლად კათეტერის ჩადგმა შეუძლებელი ხდება.

რა არის ოპერაციის  უკუჩვენება?

კორონარული შუნტირების ოპერაციის ჩატარების უკუჩვენება შეიძლება გახდეს გულის დაავადების გარდა, სხვა  თანმდევიდაავადება ან პატოლოგია. ასევე გასათვალისწინებელია შუნტირების განმეორებითი ჩატარება, რადგან ასეთ შემთხვევაში პოსტსაოპერაციო გართულებების რისკი იზრდება.

როგორ ტარდება კორონარული შუნტირება?

კორონარული შუნტირების დროს პაციენტის ქვედა კიდურებიდან აღებული ვენების, გულ-მკერდის შიგნით ან სხვისი არტერიების გამოყენებით, იქმნება გულის კუნთის სისხმომარაგების ახალი გზები, გვირგვინოვანი არტერიების შევიწროებული სეგმენტების შემოვლით. ამრიგად, ჩნდება ახალი გზა, რომლის მეშვეობითაც სისხლი მიეწოდება გულის პრობლემურ არეს. ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია, როგორც სისხლის მიმოქცევის ხელოვნური აპარატის მეშვეობით, ისევე მომუშავე გულზე.

როგორია ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია?

მსგავსი ტიპის ოპერაციების შემდეგ პაციენტებმა აუცილებლად უნდა იცხოვრონ ჯანსაღად, დაიცვან კვების დიეტა, მოერიდონ თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებას. ნებისმიერი აქტივობა სასურველია დაიგეგმოს ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.

თანამედროვე ქირურგიისა და ტექნოლოგიური მიღწევების დამსახურებით, ოპერაციის შემდეგ პაციენტების სახლზე გაწერა ხდება დაახლოებით 5 დღის შემდეგ. 4-6 კვირაში კი პაციენტები უბრუნდებიან ჩვეულ ცხვორების რითმს.

როგორია ოპერაციის შემდგომი პროგნოზები?

კორონარული შუნტირება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შემდგომი ცხოვრების ხარისხს, ოპერაციის შემდეგ:

  • გულის შეტევების რისკი მცირდება მინიმუმამდე
  • უმჯობესდება გულის მუშაობა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ
  • მცირდება მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკი
  • პაციენტს საშუალება ეძლევა იცხოვროს უფრო აქტიური ცხოვრებით