რატომ და როდის უნდა გამოვიკვლიოთ კოვიდგადატანილი ბავშვები?

 

თანამედროვე მულტიცენტრული კვლევებისა და ცალკეულ სამედიცინო სამეცნიერო პუბლიკაციებში რეგისტრირდება კავასაკის სინდრომის მსგავსი დაავადების მომატებული გამოვლინება ბავშვებში, რომელთაც გადაიტანეს COVID-19.  აღსანიშნავია, რომ კავასაკის დაავადება განვითარდა როგორც მძიმედ მიმდინარე ახალი ვირუსული ინფექციის შემთხვევებში, ასევე ასიმპტომურ პაციენტებში. კოვიდ ინფიცირებულ ბავშვთაშორის, კავასაკის სინდრომის მსგავსი დაავადების სიხშირე მერყეობს 5%-მდე.

კავასაკის სინდრომის მსგავსი დაავადების დროს შესაძლოა განვითარდეს გულის კორონარული არტერიების და მიოკარდის მძიმე დაზიანება.

 

აღნიშნული სინდრომის კლინიკური ნიშნები ვითარდება COVID-19 – ის გადატანიდან დაახლოებით 4-6 კვირაში.  მისი ყველაზე ხშირი გამოვლინებაა:

  • ცხელება 4-6 დღის განმავლობაში (ვითარდება შემთხვევათა 90-100%-ში);
  • გასტროინტესტინალური სიმპტომები (მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა) – 60-100%;
  • გამონაყარი – 45-75%;

ასევე ისეთი სიმპტომები როგორიცაა:

  • კონიუქტივიტი,
  • ლორწოვანი გარსების დაზიანება,
  • ნევროლოგიური სიმპტომები (თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა),
  • ყელის და კუნთების ტკივილი,
  • მტევნებისა და ტერფების შეშუპება,
  • ლიმფადენოპათია და ა.შ.

 

⇒ კლინიკა „ჯერარსი“, მოცემული გართულების განვითარების გამორიცხვის ან დროული გამოვლინების მიზნით ატარებს სკრინინგული ექოკარდიოგრაფული გამოკვლევას. დიაგნოსტიკის პაკეტში შედის გულის ექოსკოპური გამოკვლევა, ხოლო დაავადების გამოვლენის შემთხვევაში : ელექტროკარდიოგრაფია, პულსოქსიმეტრია და ბავშვთა კარდიოლოგის ან/და კონსულტაცია.

⇒ პირველადი დიაგნოსტიკა რეკომენდებულია ჩატარდეს, კოვიდ ვირუსის გადატანიდან ერთი თვის 1,5 – 2 შემდეგ. განმეორებითი გამოკვლევა აუცილებელია პირველი გამოკვლევიდან 3 თვის შემდეგ.

დიაგნოსტიკაზე ჩაწერა ხდება სატელეფონო ზარით : 032 2 111 112

აქციის ფარგლებში სრული ექოკარდიოგრაფული გამოკვლევის საფასურია 50 ლარი სტანდარტული 135-ის ნაცვლად.

აქციაში მონაწილეობისათვის აუცილებელია კოვიდ ინფეციისაგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი დოკუმენტი, როგორებიცაა: ფორმა № 100 სამკურნალო დაწესებულებიდან, პჯრ (PCR) ან/და იმუნოგლობულინზე დაფუძნებული ტესტის დადებითი პასუხი კოვიდ-19-ის მიმართ.