29/12/2020 ⇒ კლინიკური კვლევები ჯერარსში

კლინიკა ჯერარსში კლინიკური კვლევების დეპარტამენტმა დაიწყო ფუნქციონირება!

„ჯერარსის“ კლინიკური კვლევების დეპარტამენტი თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო კვლევით კომპანიებთან,რათა ვუზრუნველყოთ პაციენტებისთვის უახლესი,მეტად  ეფექტური,დამზოგველი თერაპიის ხელმისაწვდომობა და ასევე ჩვენი წვლილი შევიტანოთ სხვადასხვა  დღემდე განუკურნებელი დაავადების შესწავლაში.

პაციენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ულტრათანამედროვე აპარატურის გამოყენებით ჩაიტარონ დიაგნოსტიკური/ლაბორატორიული გამოკვლევები და დაგეგმონ მკურნალობა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე,დარგის წამყვანი სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ.

ამჟამად „ჯერარსის“ ბაზაზე მიმდინარეობს მრავალცენტრული,საერთაშორისო კვლევები მედიცინის  წამყვან დარგებში – ნევროლოგია,კარდიოლოგია/კარდიოქირურგია,ონკოუროლოგია,გასტროენტეროლოგია და სხვა.