შარდკენჭოვანი დაავადებები – გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები

 

კონკრემეტები ანუ კენჭები, სხვადასხვა ზომისაა. ზოგიერთი ისეთი მცირეა, რომ რენტგენოლოგიური კვლევისთვის უხილავია. ასეთი კონკრემეტების აღმოჩენისათვის საჭიროა კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება. კენჭების აღმოჩენა შესაძლებელია შარდის გამოკვლევის შედეგადაც.

შარდკენჭოვან დაავადებებს იწვევს შემდეგი მიზეზები:

  • ნივთირებათა ცვლის დარღვევა
  • თირკმლის ანომალიები
  • შარდსაწვეთის შევიწროვება
  • გენეტიკური დარღვევები
  • მედიკამენტები

სიმპტომები:

  • ტკივილი წელისა და მუცლის არეში
  • ჰემატურია – სისხლი შარდში
  • წვა შარდვის დროს

 

ხანდახან შარდკენჭოვანი დაავადება გართულების გარეშე მიმდინარეობს, სიმპტომების უყურადღებოდ დატოვებამ შესაძლოა გამოიწვიოს დაავადების გამწვავება, თირკმლის ფუნქციის მოშლა, ტკივილი, საშარდე გზების ინფექცია.

მკურნალობის მეთოდები:

პირველ რიგში საჭიროა სწორი დიაგნოზტირება, რის შემდეგაც იწყება არსებული ტკივილების გაყუჩება. პატარა ზომის კენჭების გამოდევნას ხელს უწყობს სითხის დიდი რაოდენობით მიღება და მედიკამენტოზური მკურნალობა.
უფრო რთულ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა: დახურული ან ღია ოპერაცია