იშემიური ინსულტი – არ გამოგრჩეთ საშიში სიმპტომები

 

რა არის იშემიური ინსულტი?

იშემიური ინსულტი (ტვინის ინფარქტი) არის დაავადება, რომელსაც  სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად ტვინის ქსოვილის დაზიანება იწვევს. პათოლოგია ხასიათდება გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომებით რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტვინის უჯრედების მუშაობის დარღვევა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სხეულის ძირითად ფუნქციებზე როგორიცაა:

  • მეტყველება
  • მოძრაობა
  • სმენა
  • მხედველობა და სხვა.

ინსულტის დაგვიანებულმა ან არასწორმა მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს შეუქცევადი პათოლოგიების განვითარება: დამბლა, მეტყველების პრობლემები, ნევროლოგიური დისფუნქციები, ლეტალობა.

 

რა არის იშემიური ინსულტის მიზეზი?

  • ჰიპერტენზია
  • გულის იშემიური დაავადებები
  • არითმია
  • სისხლის შედედების ფაქტორების დარღვევა
  • სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
  • კისრისა და თავის ტვინის სისხლძარღთა პათოლოგიები
  • შაკიკი
  • თირკმლის დაავადებები
  • დიაბეტი
  • ათეროსკლეროზი
  • ჭარბი წონა
  • თრომბოფლებიტი

ასევე, იშემიური ინსულტი შეიძლება გამოიწვიოს თამბაქოს მოხმარებამ, დიდი დოზით ალკოჰოლის რეგულარულმა მიღებამ და მუდმივმა ფსიქოემოციურმა გადატვირთვამ.

 

რა სიმპტომები ახასიათებს იშემიურ ინსულტს?

საერთო სიმპტომები:

  • ცხელება
  • პირღებინება
  • გონების დაკარგვა
  • თავის ტკივილი
  • სივრცეში ორიენტაციის უნარი

კეროვანი სიმპტომები:

  • მოტორული ფუნქციის დარღვევები
  • თავბრუსხვევა
  • გაუგებარი მეტყველება
  • მხედველობის დაქვეითება
  • ყლაპვის გაძნელება
  • მეხსიარების დაკარგვა
  • დეპრესიული მდგომარეობა
  • დამბლის ნიშნები

 

როგორ ხდება ინსულტის დიაგნოსტირება?

ეფექტური მკურნალობისთვის, უნდა დადგინდეს როგორც დაზიანების კერადა და სიმძიმე, ასევე დაავადებების მიზეზები.  ამისათვის გამოიყენება შემდეგი დიაგნოსტიკურიკვლევები:

  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
  • დოპლერული ექოსკოპია
  • კომპიუტერული ტომოგრაფია
  • ანგიოგრაფია კონტრასტული საშუალების გამოყენებით

 

როგორ ხდება ინსულტის მკურნალობა?

იშემიური ინსულტის მკურნალობა შესაძლებელია როგორც თერაპიული ასევე ქირურგიული მეთოდით. რაც უფრო სწრაფად ხდება დაავადების აღმოჩენა მით უკეთესი გამოსავლის პოვნაა შესაძლებელი მკურნალობისას.

თუ ჩატარებული კვლევების საფუძველზე დიაგნოსტირებულია დიდი კალიბრის,  თავის ტვინის მკვებავი არტერიის ოკლუზია ანუ დახშობა, პაციენტს ესაჭიროება თრომბექტომიის და თრომბოლიზისის ჩატარებას რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კლინიკურ გამოსავალს.