19/2/2020 ⇒ ბავშვთა კარდიოქირურგიის დეპარტამენტის შედეგები

 

2019 წლის მარტიდან, მრავალპროფილურმა კლინიკამ „ჯერარსი“, დაიწყო პაციენტების აქტიური მიღება. აქედანვე ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირებს ბავშვთა კარდიოქირურგიის დეპარტამენტი, სადაც შეგიძლიათ, როგორც თერაპილი, ისე ქირურგიული მკურნალობის მიღება.

 

→ ამ დროის განმავლობაში კლინიკაში სამედიცინო დახმარება გაეწია გულის თანდაყოლილი  მანკის ან/და რითმის დარღვევის მქონე 194 ბავშვს,  მათ შორის:

  • ქირურგიული ჩარევა დასჭირდა 151 პაციენტს;
  • შესრულებულ იქნა 104 ღია ჩარევა სისხლის ხელოვნური  მიმოქცევითა და მის გარეშე;
  • მათ შორის იყო კრიტიკული კლინიკური მდგომარეობის მქონე 37 ბავშვი (1 დღიდან -2 თვემდე), რომლებთანაც შესრულდა ღია ქირურგიული ოპერაცია
  • გარდა ამისა ჩატარდა 47 ენდოვასკულური ოპერაცია.

გვყავდა 21 ახალშობილი, რომლებთანაც გადაუდებელი ჩარევა განხორციელდა ენდოვასკულურად.  ასევე შესრულდა 65 ენდოვასკულური სადიაგნოსტიკო პროცედურა. მკურნალობა გაეწია, რითმის დარღვევის მქონე 5 ახალშობილს, რომელთაგანაც 2 შემთხვევაში ჩატარდა კარდიოვერსია.

სულ მიღებულ იქნა 51 ახალშობილი პაციენტი, აქედან  16 შემთხვევაში თანდაყოლილი მანკი იქნა აღმოჩენილი.

→ ჩვენი კარდიოქირურგიის გუნდის და მისი ხელმძღვანელის, დავით ბერიშვილის მეშვეობით, პირველად საქართველოში ჩატარდა, რეანიმაციული პალატის პირობებში, ექოკარდიოსკოპიის კონტროლით (რენტგენოანგიოკარდიოსკოპიის და კონტრასტის გამოყენების გარეშე) : აორტის სარქველის კრიტიკული სტენოზის ბალონური დილატაცია და დახურული ატრიოსეპტოსტომია (მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიციისა და მარცხენა გულის ჰიპოპლაზიის სინდრომის დროს). ასევე, მარჯვენა პარკუჭის გამავალი ტრაქტის სტენტირება, როგორც  ფალოს ტეტრადის მკურნალობის შუალედური პროცედურა, რომელიც ჩაუტარდა ახალშობილ და მოზრდილი ასაკის პაციენტებს.  მარცხენა გულის ჰიპოპლაზიის სინდრომის მქონე პაციენტისათვის ერთეტაპიანი ჰიბრიდული ოპერაცია, გასვლითი ოპერაცია სხვა კლინიკაში დღენაკლულ არატრანსპორტაბელურ პაციენტზე.  12 წლის პაციენტთან, მარფანის სინდრომის დროს,  ბენტალ – დე ბონოს ოპერაცია, მარცხენა კორონარული არტერიის გიგანტური ფისტულის ენდოვასკულური დახურვა, ახალშობილის ასაკი – 2 დღე.  ასევე აორტო-პორტული ფისტულის ენდოვასკულური დახურვა ჩვილობის ასაკში., გულის თანდაყოლილი მანკების დროული გამოვლინების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა სადიაგნოსტიკო გასვლითი საქველმოქმედო აქციები, სადაც გა მოკვლელულ იქნა 300-ზე მეტი ბავშვი.