7/5/2021 ⇒ თანამშრომლების დაჯილდოვება ჯერარსში

ჯერარსის გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა ირმა მჟავანაძემ, კლინიკური ანგარიშების წარდგენის დასრულების შემდეგ, თანამშრომლები დააჯილდოვა.

სამახსოვრო სიგელები გადაეცათ COVID19- ით დაავადებულ პაციენტებთან მომუშავე ექიმებს, ექთნებს და ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში, კოვიდ განყოფილებაში მუშაობდნენ.

სიგელებით დაჯილდოვდა:

  •  კლინიკის სამედიცინო დირექტორი, დავით ყაზაიშვილი და მისი გუნდი – უხილავ მტერთან ბრძოლაში წინამძღოლობისთვის
  • კოვიდ განყოფილების ხელმძღვანელი, მაია სანადირაძე და მისი გუნდი – COVID19- თან ბრძოლისთვის
  • კლინიკის დიასახლისი, ხათუნა ფიცხელაური და მისი გუნდი – თავდადებული შრომისთვის
  • ლაბორატორიის უფროსი, ანჟელა რომანაძე და მისი გუნდი – ბრძოლაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის
  • ტექნიკური სამსახური – დროული რეაგირებისა და თანადგომისთვის
  • რადიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯუმბერ ბენდელიანი და მისი გუნდი – შეუპოვარი ბრძოლისთვის