ცისტიტი- როგორ დავიცვათ გოგონები?

 

ცისტიტი არის შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი. სტატისტიკის მიხედვით, ქალების დაახლოებით 30% იცნობს მის სიმპტომებს: ტკივილი შარდვის დროს, წვა, მუცლის ტკივილი, შარდის შეუკავებლობა.

გოგონებში პირველადი ცისტიტით დაავადება იშვიათი არ არის, მაგრამ თუ დაავადება დროულად და ბოლომდე არ განიკურნა, ეს პრობლემა შესაძლოა გახდეს ქრონიკული და მთელი ცხოვრების განმავლობაში აწუხებდეს ადამიანს.

ქრონიკული ცისტიტის პრობლემების თავიდან ასაცილებლად საკმარისია დაიცვას გარკვეული წესები.

რატომ არის ცისტიტი უფრო გავრცელებული გოგონებში, ვიდრე ბიჭებში?

ეს ფაქტი გამომდინარეობს ქალის შარდსასქესო სისტემის ანატომიური მახასიათებლებიდან. გოგონებში, ურეთრა უფრო ფართო და მოკლეა, უფრო მეტიც, ანუსი მდებარეობს ძალიან ახლოს რაც პათოგენური ბაქტერიების ხშირი წყაროა.

რა იწვევს ცისტიტს?

ყველაფერი იწყება პათოგენური მიკროორგანიზმების შარდის ბუშტში შეღწევით. ინფექციის გზები შეიძლება იყოს განსხვავებული:

  • აღმავალი – “გარედან”, შარდსადინარის გავლით,
  • დაღმავალი – “შიგნიდან”, თირკმლებიდან;
  • ლიმფოგენური – მომიჯნავე მენჯის ღრუს ორგანოებიდან;
  • ჰემატოგენური – ორგანიზმში არსებული ინფექციის ცალკეული კერებიდან.

 

მართალია თუ არა, რომ ცისტიტის ძირითადი მიზეზი ჰიპოთერმიაა(გაციება)?

ჰიპოთერმია შეიძლება იყოს ცისტიტის კატალიზატორი: ჰიპოთერმია არის სტრესი სხეულისთვის და თუ ბავშვის იმუნიტეტი დაქვეითდება, რა თქმა უნდა, ავადობის რისკი იზრდება.

მაგრამ არსებობს სხვა ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ცისტიტის განვითარებას:

  • – ჰიგიენის წესების დაუცველობა;
  • – დაბალი ხარისხის სინთეთიკური თეთრეულის ტარება;
  • – შარდის ბუშტის არასაკმარისი, უდროო დაცლა;
  • – შარდის ბუშტში კედელში და მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
  • – ზოგჯერ – ალერგიული რეაქციები.

ქრონიკული ცისტიტით დაავადების რისკ ჯგუფსი არიან გოგონები,  რომლებსაც აწუხებთ ქრონიკული ენდოკრინოლოგიური დაავადებები, კოლიტი, პანკრეატიტი, ავიტამინოზი, შარდკენჭოვანი დაავადებები და შარდსასქესო სისტემის თანდაყოლილი ანომალიები.

 

რა ასაკის გოგონებს აქვთ ყველაზე ხშირად ცისტიტი?

ცისტიტით დაავადება ნებისმიერ ასაკშია შესაძლო, თუნდაც ახალშობილებში – ამ შემთხვევაში რისკის ფაქტორი, რა თქმა უნდა, არის არა ჰიპოთერმია, არამედ დედის მიერ ჰიგიენის წესების დაუცველობა.

მოზარდი გოგონები ასევე ხშირად ავადობენ და ამ შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს სექსუალური აქტივობის ადრეული დაწყება. სხვისი მიკროფლორასთან კონტაქტი დამატებითი რისკია, განსაკუთრებით თუ რაიმე მიზეზით გოგონა არ იყენებს ბარიერულ კონტრაცეფციას.

 

რა სიმპტომებით შეიძლება დადგინდეს, რომ ბავშვს აქვს ცისტიტი?

ცისტიტის ხილული სიმპტომები:

  • 1. ხშირი მტკივნეული შარდვა: დღეში 8-ჯერ მეტი.
  • 2. შარდვის ხშირი სურვილი;
  • 3. შარდის შეუკავებლობა;
  • 4. შარდის დაბინდვა და ფერის შეცვლა;
  • 5. მწვავე ტკივილი პერინეუმში და მუცლის ქვედა არეში;
  • 6. შესაძლებელია ტემპერატურის ზრდა.

 

შეიძლება თუ არა დიაგნოზის დასმა ამ სიმპტომებზე დაყრდნობით?

არა, მხოლოდ ხილული სიმპტომები არ არის საკმარისი. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ გოგონას ნამდვილად აქვს ცისტიტი, თქვენ უნდა:

  • ა) მიმართოთ პედიატრს, უროლოგს და / ან პედიატრ გინეკოლოგს: ეს აუცილებელია სხვა დაავადებების, მაგალითად, ვაგინიტის გამორიცხვის მიზნით;
  • ბ) დიაგნოზის დადასტურება საჭიროებს ლაბორატორიულ კვლევას – შარდის ანალიზს

 

რა იწვევს ქრონიკულ ცისტიტს და როგორ ავიცილოთ ეს დაავადება თავიდან?

ყველაზე ხშირად, მშობლები უშვებენ საბედისწერო შეცდომას, როდესაც ადრეულ მკურნალობას წყვეტენ. როგორც წესი, მედიკამენტების მიღების დაწყებიდან 3-4 დღის შემდეგ, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება – და მშობლები მკურნალობის კურსს არ ასრულებენ.

ამ დროს, დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები, ჯერ არ არის განადგურებული და მათ უვითარდებათ მედიკამენტური რეზისტენტობა. რამდენიმე ხნის შემდეგ, სიმპტომებმა შესაძლოა კვლავ იჩინოს თავი და ექიმი იძულებულია  დაინიშნოს ახალი უფრო აგრესიული მკურნალობა.

მრავალი მშობლის დაშვებული კიდევ ერთი შეცდომაა თვითმკურნალობა. გთხოვთ, ნუ შეეცდებით ბავშვის მკურნალობას “ხალხური საშუალებებით”, სითბო და წოლა შესაძლოა ამსუბუქებს სიმპტომებს, მაგრამ არ ებრძვის დაავადების წყაროს.

 

რატომ არის საშიში ქრონიკული ცისტიტი?

პირველ რიგში, ეს სერიოზული დისკომფორტია: ხშირი შარდვა, წვის შეგრძნება, ტკივილი. გარდა ამისა თუ დაავადება ბოლომდე არ განიკურნა, შესაძლოა მისი გადაზრდა პიელონეფრიტად, თირკმლის ანთებას გულისხმობს. და ბოლოს, დაავადებას ახასიათებს ორსულობის პერიოდში გამწვავება, როდესაც მედიკამენტების უმეტესობის მიღება ქალისთვის არ შეიძლება.

როგორ ავირიდოთ თავიდან ცისტიტი?

მოერიდეთ გადაციებას. ჩაიცვით ამინდის შესაბამისად, ზაფხულში შეეცადეთ არ იცუროთ ძალიან ცივ წყალში.

დაავადების შემთხვევაში ჩაიტარეთ მკურნალობის კურსი ბოლომდე. ცისტიტი ხშირად გვევლინება როგორც გადატანილი ვირუსების, ტონზილიტის და სხვა დაავადებების გართულება.

ყურადღება მიაქციეთ  შვილებს, რომ დროულად შევიდნენ საპირფარეშოში და არ შეიკავონ თავი მოშარდვის სურვილის ქონისას.

მნიშვნელოვანია ყურადრება გაამახვილოთ სასქესო ორგანოების სწორ ჰიგიენაზე.

 

საჭიროა თუ არა გოგონას ჰოსპიტალიზაცია ცისტიტისგან განკურნების მიზნით?

თუ სწორი დიაგნოზი დროულად დაისვა, მაშინ ცისტიტის განკურნება შესაძლებელია სახლის პირობებში. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს დროული დიაგნოსტიკისა და სწორი მკურნალობის დასანიშნად.