მუცლის თიაქარი – როგორ მოვიქცეთ?

მუცლის თიაქარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა.
ეს არის მდგომარეობა, როდესაც ორგანო ან ქსოვილის სხვა ნაწილი გამოდის კანქვეშ.

არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი მუცლის თიაქარი. ასევე განასხვავებენ შიგნითა და გარეთა თიაქარს
თანდაყოლილი დეფექტი მუცლის ფარის განუვითარებლობის შედეგია,  შეძენილი კი სხვადასხვა ფაქტორების, მაგალითად : ძლიერი ფიზიკური შრომა, ყაბზობა, პოსტოპერაციული ნაწიბური, მშობიარობა, ორსულობა, გადატანილი ინფექციური დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, სქოლიოზი…

განასხვავებენ :

  • საზარდულის თიაქარს
  • თეძოს თიაქარს
  • ჭიპის თიაქარს
  • თეთრი ხაზის თიაქარს
  • პოსტოპერაციულ თიაქარს

ყველაზე გავრცელებული თიაქარია საზარდულის თიაქარი და უმეტესწილად ეს პათოლოგია თავს მამაკაცებში იჩენს.
შემდეგ მოდის თეძოს, ჭიპის და ყველაზე იშვიათად პოსტ-ოპერაციული თიაქარი გვხვდება.

სიმპტომები:
თიაქარი  ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში ვითარდება, ამიტომ საყურადღებოა ნებისმიერი სიმპტომიც კი.
არსებობს მწვავედ განვითარებული თიაქარიც .
თიაქარს ახასიათებს ტკივილი ფიზიკური დატვირთვის დროს. მოსვენებულ მდგომარეობაში ტკივილი ქრება. მუცლის ზედაპირზე გხვდება მტკივნეული გამობერილობა.

თიაქრის გართულებაა ე. წ ჩაჭედვა. ჩაჭედვას ორგანოს სისხლმომარაგების შეწყვეტა მოყვება, რამაც დაგვიანებული ჩარევის შემთხვევაში შესაძლოა ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს.
მისი პირველი ნიშანი თიაქრის არეში აღმოცენებული უეცარი ტკივილია, ასევე ვითარდება გაუვალობა.

თიაქრის მკურნალობის ერთადერთი მეთოდი ოპერაციაა.
ოპერაცია ტარდება როგორც ლაპაროსკოპიულად, ისე ღია მეთოდით. ლაპარასკოპიული მეთოდი ნაკლებტრავმულია, თუმცა იმას, თუ რომელი მეთოდით უნდა ჩატარდეს ოპერაცია, წყვეტს ქირურგი, პაციენტის ანამნეზის და ზოგადი ფაქტორების მოკრების შედეგად.
ოპერაციული ჩარევის შემდგომ იწყება რეაბილიტაციის პროცესი, სულ მალე კი პაციენტი უბრუნდება ჩვეული ცხოვრების რითმს.