სითბური დარტყმა – რა უნდა ვიცოდეთ?

სითბური დარტყმა, რომელსაც ჩვენ მზის დარტყმას ვუწოდებთ, ჰიპერთერმიის ფორმაა, რომლის დროს სხეულის ტემპერატურა მკვეთრად მატულობს. ზაფხულის სეზონზე მზის აბაზანების მოყვარულები, და არა მარტო, ხშირად თავს საფრთხეში იგდებენ.

ძალიან მნიშვნელოვანია დროულად მივხვდეთ რომ საქმე სითბურ დარტყმასთან გვაქვს, ამისათვის აუცილებელია ამ მდგომარეობის სიმპტომებს ვიცნობდეთ.

სითბური დარტყმის პირველადი 7 სიმპტომია:

  • გულისრევა/პირღებინება
  • სისუსტე და ძილიანობა
  • გაძნელებული სუნთქვა
  • თავის ტკივილი
  • სხეულის ტემპერატურის მატება
  • პულსი 120-დან 140-მდე
  • ცივი ოფლი

თუ თქვენ ან თქვენ გვერდით მყოფ პირს აღმოაჩნდა სითბური დარტყმის დამახასიათებელი სიმპტომები, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მათ მოსვლამდე კი გაითვალისწინეთ პირველადი დახმარებისთვის საჭირო შემდეგი ინფორმაცია:

  • გადაიყვანეთ დაზარალებული გრილ ადგილას
  • გახადეთ თბილი ტანსაცმელი
  • დააფარეთ დაზარალებულს სველი ნაჭერი
  • მიადეთ ცივი კომპრესი
  • დაალევინეთ გრილი წყალი

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად სითბური დარტყმის რისკი და შემთხვევები საგრძნობლად იმატებს, არსებობს რამდენიმე გზა მისი თავიდან აცილებისთვის. გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  • ჩაიცვით ღია ფერის თხელი ტანსაცმელი
  • არ დაივიწყოთ ქუდის ტარება
  • შეზღუდეთ მზეზე ყოფნის დრო 11:00 დან 16:00 საათამდე
  • შეზღუდეთ სიცხეში ფიზიკური აქტივობა
  • ხშირად დალიეთ გრილი წყალი
  • ცუდად ყოფნის შემთხვევაში დარჩით სახლში