თვალის წნევა
თვალის წნევა, ანუ ოფთალმოტონუსი, თვალის მხედველობითი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების ერთერთი უმთავრესი ფაქტორია. მისი მომატება სერიოზული სიგნალია თვალის სხვადასხვა დაავადებების არსებობისა და მოითხოვს დაუყოვნებელ მკურნალობას.
ხშირია, როდესაც პაციენტი მიმართავს ექიმს ძალიან მაღალი თვალშიდა წნევით (40-50mmhg), რადგან ზომიერად და მუდმივად მომატებული თვალის წნევა არ ვლინდება არანირი სიმპტომით და ამავდროულად იწვევს თვალის სერიოზულ და შეუქცევად დაზიანებას რაც ამ პათოლოგიას განსაკუთრებით საშიშს და ვერაგს ხდის.
ნორმალური თვალშიდა წნევა უნდა მერყეობდეს 10-23 მმ-მდე ვერცხლიწყლის სვეტისა. წნევის ეს მაჩვენებელი უზრუნველყოფს მხედველობის ორგანოში მიმდინარე მიკროცირკულარული და მეტაბოლური პროცესების ნორმალურ ფუნქციონირებას. დროულად არანამკურნალები მომატებული თვალშიდა წნევის შედეგად ყალიბდება დაავადება გლაუკომა რის შედეგადაც მკვეთრად ქვეითდება მხედველობითი ფუნქციები მხედველობის სრულ დაკარგვამდე.
მომტებული თვალის წნევის სიმპტომები შესაძლოა იყოს
თვალის წნევის მომატება ძირითადად არ ვლინდება არანირი სიმპტომით თუმცა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით:
- ტკივილი საფეთქლების და შუბლის მიდამოში რომელიც იმატებს საღამოს საათებში
- ხშირი თავის ტკივილი რომელიც გადაეცემა თვალბუდის მიდამოს.
- გაღვიძებისას დაბურული მხედველობა – როდესაც საჭიროა დრო იმისათვის რომ გამოსწორდეს მხედველობა
- ძლიერი დაღლილობის შეგრძნება საღამოს საათებში და მხედველობითი დატვირთვის დროს თვალის სწრაფი დაღლა
- განათებული ოთახიდან ბნელში შესვლისას მხედველობითი ადაპტაციის გაძნელება და გახანგრძლივება
- სინათლის წყაროზე ცქერისას ცისარტყელის რგოლების გაჩენა
თვალის წნევის მომატების მიზეზი შესაძლოა გახდეს
- გულსისხლძარღვთა დაავადებები.
- შაქრიანი დიაბეტი
- ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია
- ინტოქციკაცია
- თირკმლის დაავადებები
- თვალის ტრავმები და თვალის ანთებითი დაავადებები
- გლაუკომა
- მედიკამენტების ხანგრძლივი მიღება
- ასაკი (40 წელს ზემოთ)
- გენეტიკური განწყობა
- ხანგრძლივი- დაძაბული მუშაობა კომპიუტერთან.
თვალის წნევის გაზომვა ხდება სპეციალური ხელსაწყოების საშუალებით ექიმ ოფთალმოლოგის მიერ. პროცედურა მარტივია, უმტკივნეულო, გრძელდება სულ რამოდენიმე წუთი და არ მოითხოვს წინასწარ რაიმე სახის მომზადებას.
მომატებული თვალის წნევა არის არა მიზეზი, არამედ შედეგი რაღაც თვალის პათოლოგიისა, ამიტომ აუცილებელია მიზეზის დასადგენათ მიმართოთ ექიმ ოფთალმოლოგს დიაგნოსტირებისა და შემდგომი მკურნალობისათვის.