ნაყოფის ექოკარდიოგრაფიის მნიშვნელობა გულის თანდაყოლილი მანკების დიაგნოსტირებაში

გულის მანკების  სიხშირე  შეადგენს 0.8%-ს, რაც სხვა ორგანოებისა თუ სისტემების განვითარების პათოლოგიებს შორის, ყველაზე გავრცელებული ანომალიებია ადამიანში.

გულის მანკებს, რომლებიც ხშირად დაკავშირებულია ქრომოსომულ ან სხვა ორგანოების ანომალიებთან, აქვთ დიდი წვლილი ახალშობილთა სიკვდილიანობაში.

საბედნიეროდ,დღესდღეობით არსებობს დიაგნოსტიკის ის მეთოდი, რომელიც ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდში საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ გულის ანატომია.

 

ნაყოფის ექოკარდიოგრაფია საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ გულის სტრუქტურები და გამოვრიცხოთ, ან დავადგინოთ გულის განვითარების რთული ან მარტივი პათოლოგია.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი ორსულობის პერიოდში ვიცოდეთ აქვს, თუ არა ჩვენს პატარასგულის მანკი?

 

-პირველ რიგში იმისთვის, რომ ვიყოთ მშვიდად ორსულობაში, ასევე დაბადების პირველ წუთებში და შემდგომ.

 

პაციენტს ებადება კითხვა – თუ ჩემს პატარას აქვს გულის მანკი, მაინც ვერ შევცვლი ვერაფერს და რატომ უნდა ვინერვიულო წინასწარ?

პასუხი:

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ, ვინაიდან უმეტესობა გულის მანკებისა არის კრიტიკული რაც ნიშნავს იმას, რომ  ბავშვი სიცოცხლის პირველივე წუთებში საჭიროებს დახმარებას.

დღევანდელ დღეს ურთულესი კარდიოქირურგიული ჩარევები წარმატებით ხორციელდება  და ეს ფუფუნება გვაქვს საქართველოში,  კერძოდ ჩვენს კლინიკაში და თუ ამ პათოლოგიების  დროული დიაგნოსტირება მოხდება მუცლადყოფნის პერიოდში, მაგ:

  • მაგისტრალურ სისხლძარღვთა ტრანსპოზიცია
  • ფილტვის ვენების სრული ანომალური დრენაჟი
  • მარცხენა პარკუჭის ჰიპოპლაზია და ა.შ

თქვენი შვილის გადასარჩენად მობილიზებული იქნება სრული სამედიცინო გუნდი:

  1. მეან-გინეკოლოგი
  2. ნეონატოლოგი(ახალშობილთა ექიმი)
  3. ბავშვთა კარდიოლოგი
  4. სრული კარდიოქირურგიული ბრიგადა

რომლებიც მზად არიან (ბავშვის დაბადების მომენტიდან) არ დაკარგონ ის ძვირფასი წუთები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქენი შვილისთვის.

(შეირჩეს დაბადების ადგილი, დრო, საშუალება.ადგილზე მოხდეს ახალშობილის შესაბამისი შეფასება, კარდიოლოგის რეკომენდაციით დანიშნულების შესრულება, საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივი ტრანსპორტირება სპეციალიზირებულ კლინიკაში, სადაც ახალშობილს დახვდება ყოველგვარად შემზადებული კარდიოქირურგიული ბრიგადა)

რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის დაბადებამდე დიაგნოსტირება და დახმარების დროულად გაწევა გულის კრიტიკული მანკების დროს?

  1. თავიდან ავიცილოთ ნევროლოგიური და სხვა ორგანოების გართულებები
  2. გვქონდეს მარტივი პოსტოპერაციული(ოპერაციის შემდგომი) პერიოდი,რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია!
  3. მოვემზადოთ მორალურად გარკვეული სირთულეებისთვის(ბრძოლისთვის)
  4. გავეწეროთ კლინიკიდან გამარჯვებულ შვილთან ერთად

როდის არის მიზანშეწონილი ნაყოფის ექოკარდიოგრაფიის ჩატარება?

-იდეალური ვადა არის ორსულობის მე-18 კვირიდან 22-ე კვირამდე

ვისთვის არის მნიშვნელოვანი ნაყოფის ექოკარდიოგრაფია?

-პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ყველასთვის (მაგ. შესაძლოა ორსულს ჰქონდეს დაუდგენელი ინფექცია, რომელიც იწვევდეს გულის განვითარების შეფერხებას)

მაგრამ აუცილებელია მათვის ვისაც აქვს:

  • 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტი, ან გესტაციური დიაბეტი მოყოლებული ორსულობის 1-ლი ტრიმესტრიდან
  • ნაყოფის წყალმანკი
  • ფენილკეტონურია
  • სამეანო ექოსკოპიაზე ეჭვი პათოლოგიაზე
  • ნაყოფის გულის რითმის მოშლილობა
  • მონოქორდალური ტყუპი ორსულობა
  • ორსულობაში გარკვეული მედიკამენტების გამოყენება(ტერატოგენული ეფექტის მქონე)
  • 1 ტრიმესტრში გადატანილი წითურას ინფექცია
  • გენეტიკური დატვირთვა 1-ლი მე-2 ხარისხის
  • კისრის ნაოჭის შეუსაბამო ზომა
  • მედიკამენტებით ინდუცირებული( გამოწვეული) ორსულობა
  • 1 ტრიმესტრში გადატანილი სხვადასხვა ინფექცია

ცნობისთვის: გულის თანდაყოლილი მანკების 250-მდე სახეობა არსებობს, ისინი ერთმანეთთან კომბინაციაშიც გვხვდება. ჩვენს კლინიკაში  ამ პათოლოგიების დიაგნოსტირება ხდება ნაყოფის მუცლად ყოფნის პერიოდიდან,ასევე  ბავშვებში და მოზარდებში.

კლინიკა ჯერარსში ყველა სახის გულის თანდაყოლილი მანკის ქირურგიული კორექცია ჩატარდა და რეგულარულად წარმატებით მიმდინარეობს ამ პათოლოგიებით პაციენტების მკურნალობა…

გულის მანკი განაჩენი არ არის! ჩვენი პაციენტები, გენიოსები და სპორცმენებიც ხდებიან!

ჩვენ მზად ვართ პატარების დახმარებისთვის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის!

ავტორი: ია სილაგაძე