ცისტიტი

ცისტიტი- იგივე შარდის ბუშტის ანთება, შარდ-სასქესო სისტემის დაავადებაა, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია, განსაკუთრებით ხშირად კი თავს იჩენს ქალებში (რაც აიხსნება მათი ანატომიიდან გამომდინარე)

ცისტიტის გამომწვევი მიზეზია ინფექცია, რომელსაც იწვევს სხვადასხვა მიკრობები- სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ნაწლავის ჩხირი და სხვა. მიკრობები შარდის ბუშტში ხვდებიან შარდსადენი მილიდან, თირკმელებიდან ან მცირე მენჯის ღრუს სხვა ორგანოებიდან.

განასხვავებენ ცისტიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს:
მწვავე- ვითარდება უცბად, გაციების და სხვა ფაქტორების გამო. იწვევს გაძნელებულ, გახშირებულ, მტკივნეულ შარდვას, წვას და დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას მოშარდვის შემდეგ. იშვიათად შესაძლოა ტემპერატურის მატება, სისხლი შარდში.
ქრონიკული- დამახასიათებელია ქრონიკული ტკივილი შარდის ბუშტის არეში, რომელიც ძლიერდება ხელით ზეწოლისას. ქრონიკული ცისტიტი იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ნებისმიერი სახის პრობლემას!

მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში, გირჩევთ აუცილებლად მიმართოთ სპეციალისტს!