ჰიპოსპადია
ჰიპოსპადია არის თანდაყოლილი ანომალია, რომელიც სტატისტიკურად 250 ახალშობილი ვაჟიდან- ერთთან გვხდება.
ჰიპოსპადია გულისხმობს მეატუსის (საშარდე მილის ხვრელი რომელიც ნორმალურ შემთხვევაში ასოს თავზე იხსნება ) ანომალიური ლოკაციას, რომელიც იყოფა 4 ტიპად:
1. Subcoronal- როდესად მეატუსი გვირგვინის ქვეშ იხსნება (ყველაზე ხშირად გვხვდება)
2.Midshaft -როდესაც მეატუსი ასოს სხეულის შუა ნაწილში იხსნება
3.Penoscrotal -როდესაც მეატუსი ასოსა და სათესლე პარკის გასაყარზე იხსნება
4. Perineal-როდესაც მეატუსი იხსნება სკროტუმის უკან, თუმცაღა ეს უკანასკნელი ძალია იშვითად გვხვდება.
ჰიპოსპადიის გამოწმევი მიზეზებია – გენეტიკური განწყობა , ორსულობა 35+ ასაკში , ჰორმონოთერაპიები , სიგარეტის ალკოჰოლის და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება ორსულობის პერიოდში.
სიმპტომები-ჰიპოსპადიის დროს პაციენტი ვერ ახერხებს ნორმალურად მოშარდვას ,ხშირია ასოს მოხრილობა ,იშვიათად მაგრამ მეატუსის გახსნის ზემოთ აღინშნება კანის დეფექტი , ჰიპოსპადიით დაავადებულ მამაკცებში ხშირია სექსუალური და რეპროდუქციული პრობლემები .
დიაგნოსტიკა- ინსპექციით ბავშვთა უროლოგი აფასებს ჰიპოსპადიის ხარისხს და ფორმას.
მკურნალობა – მკურნალობა არის მხოლოდ ქირურგიული , ოპერაცია სრულდება ბავშვთა უროლოგის მიერ. ოპერაცია მოიცავს ასოსა და ურეთრის რეკონსუტრუქციას და მეატუსის ნორმალურ, ანატომიურ ადგილზე გახსნას.