რევმატოიდული ართრიტი
რევმატოიდული ართრიტი
გავრცელებული დაავადებაა, რომლის ირგვლივ ბევრი ახალი გამოწვევა და დაავადებასთან მიდგომის ტაქტიკაა, განსაკუთრებით ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ დაავადების მართვის არაერთი ახალი მეთოდი იქნა შემოთავაზებული, რითაც შესაძლებელია დაავადების პროგრესირების შეფერხება, უსიამოვნო და მტანჯველი სიმპტომების მართვა და გართულებათა თავიდან აცილება.
რა არის რევმატოიდული ართრიტი?
რევმატოიდული ართრიტი ერთ-ერთია, მრავალ ართრიტთა შორის. რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნურ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვება, ის შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება სახსრები. დაავადების ზუსტი გამომწვევი ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ ცნობილია ის თუ რა დაზიანებები ხდება, როდესაც ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემა ,,თავს ესხმის“ საკუთარ უჯრედებს, რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში კი უპირატესად სახსრებს. დაავადება იწვევს სახსრებში ტკივილს, შეშუპებასა და მოძრაობის შეზღუდვას.
როგორ შეიძლება განვასხვავოთ, რომ საქმე გვაქვს რევმატოიდულ ართრიტთან, და არა სხვა ტიპის ართრიტებთან?
ამას დაადგენს ექიმი რევმატოლოგი. მაგრამ არსებობს რამდენიმე მცირე მინიშნებები – სიმპტომი. რევმატოიდულ ართრიტს ახასითებს ანთებითი ხასიათის ტკივილი – შეგაწუხებთ დილით ადრე, ღამის მეორე ნახევარში. ის უპირატესად აზიანებს წვრილ სახსრებს, როგორებიცაა სხივ-მაჯა, მტევნისა და ტერფის ფალანგების სახსრები და ეს დაზიანება არის სიმეტრიული. თუმცა, სხვა ანთებითი თუ არაანთებითი ხასიათის რევმატოლოგიური დაავადებაც შეიძლება მიმდინარეობდეს მსგავსად. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ექიმ რევმატოლოგთან ვიზიტი, რათა დროულად ჩაიტაროთ სწორი კლინიკო-დიაგნოსტიკური კვლევები, რომლებიც დაგიცავთ გართულებებისგან.
რა ხდება როდესაც რევმატოიდული ართრიტი მწვავდება?
რევმატოიდული ართრიტი ანთებითი ხასიათის დაავადება, ის იწვევს არამარტო შეშუპებას, ტკივილს და მოძრაობის შეზღუდვას, არამედ შეუძლია გამოიწვიოს შეუქცევადი ხასიათის ცვლილება ნებისმიერ სახსარში. ასევე, შეუძლია დააზიანოს გული, თვალი, ფილტვები ან სხვა ორგანოები. თავიდანვე სამწუხაროდ ვერ ხდება იმის პროგნოზირება, როგორი განვითარება შეიძლება ჰქონდეს ამ დაავადებას.
გამოსავალი?
პაციენტი უნდა იყოს რევმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. როდესაც ისმება რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზი დროულად უნდა იქნეს დაწყებული მკურნალობა, რათა თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა ორგანოთა დაზიანება, რასაც რევმატოიდული ართრიტი იწვევს. ნუ დაველოდებით სიმპტომების გაუარესებას და როდის დაიწყებს დაავადება პროგრესირებას.
როგორია რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა და რაზეა ის დამოკიდებული?
ამჟამად რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მრავალი საშუალება არსებობს. რომელია კონკრეტულად პაციენტისთვის უფრო მორგებული დამოკიდებულია:
• რამდენად მწვავეა პაციენტის სიმპტომები
• რამდენი დაზიანებული სახსარი აქვს პაციენტს
• რამდენად იცვლება დაავადების დინამიკა
• რა გვერდით ეფექტებს გრძნობს პაციენტი, იმ მედიკამენტების გამოყენებისას რითაც ადრე თუ ახლა მკურნალობს
• ძალიან მნიშვნელოვანია (დაავადების მიმდინერეობის გარდა) სპეციფიკური ლაბორატორიული ტესტების მაჩვენებლები, ასევე რას ასახავს რენტგენოლოგიური კლვევა.