რევმატოიდული ართრიტი-სტეროიდების გამოყენება

გვინდა მოკლედ მოგაწოდოთ დაპირებული ინფორმაცია რევმატოიდული ართრიტის (რა) დროს სტეროიდების გამოყენების შესახებ.

  რა არის სტეროიდი? სტეროიდი (გლუკოკორტიკოსტეროიდი) არის ჰორმონალური საშუალება, რომელიც ხასიათდება უფრო ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, ვიდრე არასტეროუდული  საშუალებები.

პრეპარატების ამ ჯგუფში  შედის: პრედნოიზოლონი, დექსამეტაზონი, მეთილპრედნიზოლონი და სხვა.

ისინი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში  სხვადასხვა დაავადებების დროს, როგორებიცაა აუტოიმუნური დაავადებები(მაგ: რევმატოიდული ართრიტი),ალერგიული რეაქციები, ასთმა და სხვათა დროს. მათი მიღება ხდება ექიმის დანიშნულების მიხედვით კვების შემდეგ, რათა ნაკლებად გამოიწვიოს კუჭის გაღიზიანება.

სტეროიდები რევმატოიდული ართრიტის   დროს ინიშნება სხვადასხვა სახით : აბები (პერორალურად მისაღებად) და ინექციების_ კუნთში, ვენაში და  სახსარშიდა ინექ. სახით.  ამ პრეპარატების  გამოყენება ხდება   სხვადასხვა დოზითა და  ხანგძლივობით.  უნდა აღინიშნოს, რომ არის დაავადებები, როდესაც პაციენტს მთელი ცხოვრების მანძილზე უწევს სტეროიდების მიღება.

სტეროიდებს გააჩნია უკუჩვენებები და გართულებები.

3 კვირა და ნაკლები დროით სტეროიდის გამოყენებისას  გართულებები იშვიათად ვითარდება. საშუალო ხანგრძლივობით გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიონ მადის მომატება, კუჭ- ნაჭლავის გაღიზიანება, ძილის პრობლებლემები. ხანგრძლივი და დიდი დოზებით გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიონ კანის გათხელება, კანქვეშა სისხლჩაქცევები, თვალის პრობლემები, მაღალი არტერიული ჰიპერტენზია, ოსტეოპოროზი, გლუკოზის დონის მომატება სისხლში,  ინფექციებისადმი მომატებული რისკი.

ექიმის მიერ ხდება ოპტიმალური დოზის შერჩევა ჩვენებისა და პაციენტის მგდომარეობის მიხედვით,  რაც შეიძლება დაბალი დოზითა და ხანგრძლივობით.  ასეთი მიდგომა  ამცირებს გართულებების რისკს.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში სტეროიდების მიღება  საჭიროებს გლუკოზის, კალციუმის, ძვლის სიმკვრივის  და სხვათა მონიტორინგს.

შემდეგ პოსტში შევეცდებით მოკლედ მოგაწოდოთ დაავადების მამოდიფიცირებელი პრეპარატების (DMARD)  შესახებ ინფორმაცია.

ავტორები: 
მედიცინის დოქტორი, რევმატოლოგი- რიმა ახვლედიანი,
რევმატოლოგი- ნინო ხიდეშელი.