ჩირქოვანი ქირურგია

ჩირქოვანი პათოლოგია სასწრაფოდ უნდა მოვიცილოთ!
კანის ჩირქოვანი დაავადება ვითარდება კანში მიკრობების შეჭრის დროს. ადგილობრივად იწყება შეშუპება, სიწითლე, მტკივნეულობა, იმატებს კანის ტემპერატურა , ახასიათებს მკვეთრად გამოხატული კლინიკა, რაც იწვევს ძალიან დიდ ტკივილს და დისკომფორტს პათოლოგიურ არეში.
ჩირქოვანი ქირურგიული ოპერაციები ტარდება შემდეგი სახის გართულებების დროს:
👉მუცლის ღრუს ჩირქოვანი ქირურგია;
👉ძვლების და სახსრების ჩირქოვანი და ანთებითი დაავადებები:
👉დიაბეტური ტერფი;
👉რბილი ქსოვილების ჩირქოვან-ანთებითი დაავადებები;
👉კიდურების განგრენა ოპერაციის შემდგომი და სხვა ჩირქოვანი გართულებები.
გართულების სახით შესაძლოა ინფექცია გავრცელდეს კანქვეშა შრეებში, განვითარდეს ვრცელი ჩირქოვანი პროცესი, რომელიც შესაძლოა გართულდეს გენერალიზებული ინფეციით (სეფსისით).
 ნუ დატოვებ შენს სხეულზე ჩირქოვან პათოლოგიას – მოიშორე დროულად და დაიცავი თავი გართულებებისაგან!

ავტორი: ირაკლი მიშიძე