როგორ მოვამზადოთ ორგანიზმი ზამთრისთვის?
ზამთრის დადგომასთან ერთად, იმატებს ვირუსული ინფექციების გავრცელება.
ორგანიზმის გასაძლიერებლად და ავადობისგან თავის დასაცავად, იხილეთ რამოდენიმე რჩევა:
ზამთრის სეზონის შესაბამისად შევიმოსოთ, რადგან სითბოდან სიცივეში გადასვლის პერიოდში ქვეითდება იმუნური სისტემა.
ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვმნელოვანია C და D ვიტამინები, რომლებიც პასუხობენ ჩვენს იმუნურ სისტემას. ვიტამინი C არის ანტიოქსიდანტი, რომელიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს. ვიტამინი D ააქტიურებს T-ლიმფოციტებს, რომლებიც იცავენ ორგანიზმს ინფექციებისაგან. ვიტამინ C-ს შეიცავს ხილი და ბოსტნეული, ხოლო ვიტამინი D გამომუშავდება ორგანიზმში მზის სხივების შედეგად. სწორედ ამიტომ, მნიშვმნელოვანია ორგანიზმისათვის ამ ნივთიერებების შემცველი ვიტამინების მიღება ზამთარში!
დაბალანსებული კვება:
აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ზამთრის რაციონს. ორგანიზმი უნდა უზრუნველვყოთ ვიტამინებითა და მინერალებით,რომლებსაც შეიცავს ხილი და ბოსტნეული, ასევე მნიშვმნელოვანია პროტეინების წყარო- მარცვლოვანი პროდუქტები. საკვებ რაციონში შევზღუდოთ მარილისა და შაქრის მოხმარება. საკვები ორგანიზმს უნდა მიეწოდოს რეგულარულად, განსაზღვრული რეჟიმით.
პრობიოტიკები მიკროორგანიზმებია, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ჩვენი კუჭის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, რადგან ზუსტად კუჭზეა დამოკიდებული იმუნური სისტემის დიდი ნაწილი. პრობიოტიკებს შეიცავს მთელი რიგი საკვები პროდუქტები, მაგალითად: იოგურტი, კეფირი, მაწონი.
საკმარისი რაოდენობის სითხე:
წყალი – ლიმფის ძირითადი კომპონენტია, რომელშიც არის ლიმფოციტები, იმუნური სისტემის ძირითადი უჯრედები. ამიტომ არ დაგვავიწყდეს წყლის მიღება სისტემატურად. იგი ინარჩუნებს ჯანმთელობას!
ჯანსაღი ძილი
ადამიანები, რომლებიც განიცდიან ძილის უკმარისობას, ავადმყოფობენ ხშირად ვიდრე ისინი, ვინც მიეჩვია გამოძინებას. ადამიანს ურჩევენ იძინოს არანაკლებ 8 საათი ყოველ ღამე. ამ დროის მანძილზე ჩვენი ორგანიზმი აღიდგენს ძალას და ებრძვის ავადმყოფობებს, სწორედ ამიტომ, აუცილებელია ძილის მოწესრიგება.
მეტი დადებითი ემოცია, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.
ავტორი: თამარ ღურწკაია
ოჯახის ექიმი, თერაპევტი.