ბელორუსში კლინიკა ჯერარსის პრეზენტაცია გაიმართა

  ქალაქ მინსკში კლინიკა ჯერარსის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის ფარგლებში ჩვენმა წარმომადგენლებმა ქართული მედიცინის შესაძლებლობაზე, კერძო სამედიცინო სექტორებსა და ქვეყნის სტუმართმოყვარეობაზე ისაუბრეს. აღინიშნა კლინიკის მაღალტექნოლოგიური და ულტრათანამედროვე აღჭურვილობა, ხაზი გაესვა მიმართულებებს, რომლითაც უცხოელი პაციენტები არიან დაინტერესებულები. სტუმრები დაინტერესდნენ ექიმებით, რომლებმაც სახელი გაითქვეს ინოვაციური ოპერაციების ჩატარებით მთელს მსოფლიოში და  ამჟამად ჯერარსში მოღვაწეობენ. სტუმრებისათვის სასიამვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა სამედიცინო […]

25% ფასდაკლება კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე

16 სექტემბრიდან ყოველ დღე 22:00-07:00 შუალედში მიიღეთ -25% ფასდაკლება კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევაზე! აქცია ვრცელდება თითქმის ყველა ზონის კვლევის შემთხვევაში, ზონების სია იხილეთ ქვემოთ. აქცია არ ვრცელდება კონტრასტის ღირებულებაზე, რომელიც ცალკე დაემატება ფასდაკლებულ თანხას. დეტალური ინფორმაციისთვის ან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: +995322111112 მისამართი: ქ.თბილისი, თემქა, მუხიანის ქ. # 2ა. იხილეთ ლოკაცია რუკაზე ზონების სია, რომელზეც ვრცელდება […]

კლინიკა ჯერარსში სამედიცინო პერსონალს C ჰეპატიტზე და აივ ინფექციებზე კვლევები ჩაუტარდა

კლინიკა ჯერარსში სამედიცინო პერსონალს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში C ჰეპატიტზე და აივ ინფექციებზე კვლევები ჩაუტარდა. კვლევები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის სპეციალისტებმა ჩაატარეს. კლინიკა ჯერარსის სამედიცინო პერსონალს ასევე, B ჰეპატიტის და წითელას საწინააღმდეგო იმუნიზაციაც ჩაუტარდათ, რომელიც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

კლინიკა ჯერარსის ოფიციალური გახსნის ცერემონია

  ,,დღეს ჩვენ ვხსნით ობიექტს, რომელშიც ინვესტირებულია 40 მილიონ ლარზე მეტი, ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ ინვესტორებს სწამთ საქართველოში ეკონომიკური ზრდის და იმ პოლიტიკის, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კლინიკა ჯერარსის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეორე მაღალი სტანდარტის მრავალპროფილიანი კლინიკა იხსნება, […]