მალარია ისტორიულად ერთ-ერთ უძველეს დაავადებათა ჯგუფს ეკუთვნის. ამჟამად მთელს მსოფლიოში 100-ზე მეტი ქვეყანა არის მალარიისთვის ენდემური. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მალარიით ავადდება 350-500 მილიონამდე ადამიანი და მაგათგან 1.3 მილიონი (უმეტესად 5 წლამდე ბავშვები) შემთხვევა ფატალურად სრულდება. მალარია მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. გლობალური კლიმატური ცვლილებებისა და მზარდი მიგრაციის ფონზე, სულ უფრო მეტი […]
როგორ მოვამზადოთ ორგანიზმი ზამთრისთვის?
ზამთრის დადგომასთან ერთად, იმატებს ვირუსული ინფექციების გავრცელება. ორგანიზმის გასაძლიერებლად და ავადობისგან თავის დასაცავად, იხილეთ რამოდენიმე რჩევა: ზამთრის სეზონის შესაბამისად შევიმოსოთ, რადგან სითბოდან სიცივეში გადასვლის პერიოდში ქვეითდება იმუნური სისტემა. ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვმნელოვანია C და D ვიტამინები, რომლებიც პასუხობენ ჩვენს იმუნურ სისტემას. ვიტამინი C არის ანტიოქსიდანტი, რომელიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს. ვიტამინი D ააქტიურებს T-ლიმფოციტებს, რომლებიც იცავენ […]
ჩირქოვანი პათოლოგია სასწრაფოდ უნდა მოვიცილოთ! კანის ჩირქოვანი დაავადება ვითარდება კანში მიკრობების შეჭრის დროს. ადგილობრივად იწყება შეშუპება, სიწითლე, მტკივნეულობა, იმატებს კანის ტემპერატურა , ახასიათებს მკვეთრად გამოხატული კლინიკა, რაც იწვევს ძალიან დიდ ტკივილს და დისკომფორტს პათოლოგიურ არეში. ჩირქოვანი ქირურგიული ოპერაციები ტარდება შემდეგი სახის გართულებების დროს: 👉მუცლის ღრუს ჩირქოვანი ქირურგია; 👉ძვლების და სახსრების ჩირქოვანი და ანთებითი დაავადებები: 👉დიაბეტური […]
რევმატოიდული ართრიტი-სტეროიდების გამოყენება
გვინდა მოკლედ მოგაწოდოთ დაპირებული ინფორმაცია რევმატოიდული ართრიტის (რა) დროს სტეროიდების გამოყენების შესახებ. რა არის სტეროიდი? სტეროიდი (გლუკოკორტიკოსტეროიდი) არის ჰორმონალური საშუალება, რომელიც ხასიათდება უფრო ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, ვიდრე არასტეროუდული საშუალებები. პრეპარატების ამ ჯგუფში შედის: პრედნოიზოლონი, დექსამეტაზონი, მეთილპრედნიზოლონი და სხვა. ისინი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში სხვადასხვა დაავადებების დროს, როგორებიცაა აუტოიმუნური დაავადებები(მაგ: რევმატოიდული ართრიტი),ალერგიული რეაქციები, ასთმა და […]
რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა
როგორც ჩვენი სტატიის პირველ ნაწილში წაიკითხეთ, რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული დაავადებაა. ამ დაავადების მართვა და მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ხორციელდება ექიმი რევმატოლოგის მიერ. ხშირად ისმის კითხვა – თვითონ პაციენტმა, რა შეიძლება გააკეთოს სიმპტომების შესამცირებლად? რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტი უნდა დარჩეს აქტიური, არ მოადუნოს კუნთები და გააგრძელოს მოძრაობა. ტკივილის დროს შეიძლება დაზოგოთ სახსარი, თუმცა როგორც კი შეძლებთ […]
რევმატოიდული ართრიტი გავრცელებული დაავადებაა, რომლის ირგვლივ ბევრი ახალი გამოწვევა და დაავადებასთან მიდგომის ტაქტიკაა, განსაკუთრებით ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ დაავადების მართვის არაერთი ახალი მეთოდი იქნა შემოთავაზებული, რითაც შესაძლებელია დაავადების პროგრესირების შეფერხება, უსიამოვნო და მტანჯველი სიმპტომების მართვა და გართულებათა თავიდან აცილება. რა არის რევმატოიდული ართრიტი? რევმატოიდული ართრიტი ერთ-ერთია, მრავალ ართრიტთა შორის. რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნურ დაავადებათა რიცხვს […]
ჰიპოსპადია არის თანდაყოლილი ანომალია, რომელიც სტატისტიკურად 250 ახალშობილი ვაჟიდან- ერთთან გვხდება. ჰიპოსპადია გულისხმობს მეატუსის (საშარდე მილის ხვრელი რომელიც ნორმალურ შემთხვევაში ასოს თავზე იხსნება ) ანომალიური ლოკაციას, რომელიც იყოფა 4 ტიპად: 1. Subcoronal- როდესად მეატუსი გვირგვინის ქვეშ იხსნება (ყველაზე ხშირად გვხვდება) 2.Midshaft -როდესაც მეატუსი ასოს სხეულის შუა ნაწილში იხსნება 3.Penoscrotal -როდესაც მეატუსი ასოსა და სათესლე პარკის […]
ცისტიტი- იგივე შარდის ბუშტის ანთება, შარდ-სასქესო სისტემის დაავადებაა, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია, განსაკუთრებით ხშირად კი თავს იჩენს ქალებში (რაც აიხსნება მათი ანატომიიდან გამომდინარე) ცისტიტის გამომწვევი მიზეზია ინფექცია, რომელსაც იწვევს სხვადასხვა მიკრობები- სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ნაწლავის ჩხირი და სხვა. მიკრობები შარდის ბუშტში ხვდებიან შარდსადენი მილიდან, თირკმელებიდან ან მცირე მენჯის ღრუს სხვა ორგანოებიდან. განასხვავებენ ცისტიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს: […]
ნაყოფის ექოკარდიოგრაფიის მნიშვნელობა გულის თანდაყოლილი მანკების დიაგნოსტირებაში
გულის მანკების სიხშირე შეადგენს 0.8%-ს, რაც სხვა ორგანოებისა თუ სისტემების განვითარების პათოლოგიებს შორის, ყველაზე გავრცელებული ანომალიებია ადამიანში. გულის მანკებს, რომლებიც ხშირად დაკავშირებულია ქრომოსომულ ან სხვა ორგანოების ანომალიებთან, აქვთ დიდი წვლილი ახალშობილთა სიკვდილიანობაში. საბედნიეროდ,დღესდღეობით არსებობს დიაგნოსტიკის ის მეთოდი, რომელიც ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდში საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ გულის ანატომია. ნაყოფის ექოკარდიოგრაფია საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ გულის სტრუქტურები და […]
თვალის წნევა, ანუ ოფთალმოტონუსი, თვალის მხედველობითი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების ერთერთი უმთავრესი ფაქტორია. მისი მომატება სერიოზული სიგნალია თვალის სხვადასხვა დაავადებების არსებობისა და მოითხოვს დაუყოვნებელ მკურნალობას. ხშირია, როდესაც პაციენტი მიმართავს ექიმს ძალიან მაღალი თვალშიდა წნევით (40-50mmhg), რადგან ზომიერად და მუდმივად მომატებული თვალის წნევა არ ვლინდება არანირი სიმპტომით და ამავდროულად იწვევს თვალის სერიოზულ და შეუქცევად დაზიანებას რაც ამ […]