0 %

ვიზიტის
დაჯავშნა

ლაბორატორია

დიაგნოსტიკა

შეკითხვა
ექიმს

32 2 111 112
ჩემი კაბინეტი
ამბულატორია

ამბულატორია

ჩვენი ექიმები

ლაბორატორია

დიაგნოსტიკა

ამბულატორიას ხელმძღვანელობს ირმა მჟავანაძე

გაუფრთხილდით უძვირფასეს კაპიტალს - თქვენს ჯანმრთელობას! დროულად მიმართეთ ექიმს! მომავალი იწყება დღეს! გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობა თქვენი სიცოცხლის ხარისხის უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია! იმ პირთა ჯანმრთელობის გართულებები, რომლებიც დროულად მიმართავენ ექიმს, თითქმის ოთხჯერ ნაკლებია.
ჩვენს შესახებ

ჩვენ ვზრუნავთ, რათა მომხმარებელმა ამბულატორიაში სწრაფად და კომფორტულ გარემოში მიიღოს სრულყოფილი და კვალიფიციური, არსებულ მონაცემებზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურება.

პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული გუნდი და მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური კვლევები ხარისხის, სიზუსტისა და სისწრაფის გარანტიას იძლევა.

ჩვენი მთავარი მიდგომა მომხმარებელზე ორიენტირებული  მომსახურებაა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის მდგომარეობის ზუსტ შეფასებას, შესაბამისი და დროული ჩარევების განხორციელებას. ჩვენს ამბულატორიას ქართულ ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს.

მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს პაციენტებისთვის  მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას. პროფესიონალი ექიმები დეტალურად შეისწავლიან თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას, შეგირჩევენ თქვენთვის საჭირო და ეფექტური მკურნალობის მეთოდებს, დაგეხმარებიან სხვა სპეციალისტებთან ვიზიტის დაგეგმვაში და საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების ორგანიზებაში.

დაავადებათა მართვაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ადრეული გამოვლენა, რაც განაპირობებს დაავადების პროგნოზს და მკურნალობის კეთილსაიმედო გამოსავალს. ჩვენი ამბულატორია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, მართვას, ოპერაციის წინა მოსამზადებელ გამოკვლევებს, ოპერაციის შემდგომ მონიტორინგს და ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობის დინამიკაში დაკვირვების პროცესს.

ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე, თქვენთვის სრული კომფორტის შესაქმნელად ვითვალისწინებთ თქვენს სურვილებს.

თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ამბოლატორიული სერვისების მისაღებად ისარგებლოთ  ონლაინ მომსახურებით – ელექტრონულად გაიაროთ რეგისტრაცია, შექმნათ პირადი კაბინეტი, დაჯავშნოთ ექიმთან კონსულტაციისთვის ვიზიტი და ა.შ.

რატომ უნდა მოგვმართოთ? / რა მომსახურებების მიღებაა შესაძლებელი?

ამბულატორია გთავაზობთ ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციას, კლინიკო-ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ კვლევებს, რომლებსაც უძღვებიან ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალები.

ამბულატორია აღჭურვილია მსოფლიო ბრენდის ტექნოლოგიებით, რაც გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად დიაგნოსტირების და მკურნალობის პროცესს უფრო ეფექტურს და უტყუარს ხდის.

ჩვენთან ფუნქციონირებს ლაბორატორიული, ფუნქციურ-დიაგნოსტიკური, საკონსულტაციო და მცირე ქირურგიის განყოფილებები:

  • ლაბორატორია: ამბულატორიაში ტარდება ფართო სპექტრის, მაღალი ხარისხის გამოკვლევები. ამბულატორიაში შესაძლებელია შემდეგი სახის ლაბორატორიული კვლევების ჩატარება: ბიოქიმიური, სეროლოგიური, იმუნოლოგიური, მიკრობიოლოგია-ბაქტერიოლოგიური, იმუნოჰისტოქიმიური, ჰორმონული კვლევები და ა.შ.;
  • დიაგნოსტიკა: ამბულატორიაში დიაგნოსტირება ტარდება მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე აპარატურით. კომპიუტერულ ტომოგრაფიული დიაგნოსტიკა და რენტგენოლოგიური კვლევები ტარდება დაბალ გამოსხივებადი ციფრული აპარატის გამოყენებით;
  • კონსულტაცია: ამბულატორია გთავაზობთ კვალიფიციური სპეციალისტების მომსახურეობას. თქვენ მოგემსახურებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები: გინეკოლოგი, ტრავმატოლოგი, ბავშვთა ორთოპედი, უროლოგი, ნევროლოგი, ნევროლოგი, პროქტოლოგი, სხვა;
  • დღის სტაციონარი: ამბულატორია გთავაზობთ ოპერაციებს, რომლებიც სამედიცინო ჩვენების მიხედვით არ საჭიროებს კლინიკაში 24 საათზე მეტი დროით დაყოვნებას.
დაგვიკავშირდით:
  • ამბულატორიულ სერვისებთან ან არსებულ შეთავაზებებთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის საშუალებით;
  • შექმენით საკუთარი ონლაინ გვერდი და დაჯავშნეთ ამბულატორიული მომსახურება
  • მობრძანდით ამბულატორიაში შემდეგ მისამართზე ზღვის უბანი, მუხიანის ქუჩა N 2ა.
  • ტელეფონი: 2 111 112
ამბულატორიაში მომსახურების მიღება:
  • ორშაბათი-პარასკევი 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;
    შაბათს 10:00-დან 14:00 სთ-მდე;

ნუ გადადებთ, ყოველდღიურად იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე! გაეცანით ჩვენი ამბულატორიის შეთავაზებებს, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაიცვათ ჯანმრთელობა, შეინარჩუნოთ და განამტკიცოთ იგი.