0 %

ვიზიტის
დაჯავშნა

ლაბორატორია

დიაგნოსტიკური კვლევები

შეკითხვა
ექიმს

+995 32 2 111 112
ჩემი კაბინეტი
ბავშვთა კარდიოქირურგია

დავით ბერიშვილი, კარდიოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გულის თანდაყოლილი მანკების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მიმართვა პაციენტს

ძვირფასო მშობლებო! გულის თანდაყოლილი მანკი განაჩენი არ არის. ავადმყოფი ბავშვი ტრაგედიაა. მშობლების გარდა, ამის გააზრება სხვას არავის შეუძლია. ასეთ დროს ახლობლებს ერთადერთი კითხვა აქვთ – როგორ გადაარჩინონ პატარა? პასუხი ერთია – თვალი გავუსწოროთ რეალობას და დაუყონებლივ მივმართოთ პროფესიონალებს, რომ ისინი დროულად დაგვეხმარონ. რა სურთ ბავშვთა ექიმებს? იყვნენ უმუშევარი, ოღონდაც კი ბავშვები არ ავადმყოფობდნენ. თუკი ეს შეუძლებელია, ისე მოვიქცეთ, რომ ჩვენი და თქვენი ერთობლივი ძალისხმევით დავეხმაროთ ბავშვებს გამოჯანმრთელებაში ან მდგომარეობის შემსუბუქებაში, როდესაც განკურნება შეუძლებელია. თუ ღმერთმა მისცა უფლება ავადმყოფობას განვითარებულიყო, ის აუცილებლად იმასაც გვასწავლის, თუ როგორ დავამარცხოთ ის. თუ თქვენს შვილს აღმოუჩინეს გულის თანდაყოლილი მანკი, მხოლოდ თქვენ ექიმ-პროფესიონალებთან ერთად შეგიძლიათ მოახდინოთ საოცრება. პატივისცემით, დავით ბერიშვილი.

ექიმის შესახებ

დავით ბერიშვილი წარმოშობით სოხუმელია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 1995-2018 წლებში მუშაობდა მოსკოვში, ა.ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ოპერაციების სპექტრი – გულის და სისხლძარღვების თანდაყოლილი მანკები. ჩატარებული აქვს 6 000-ზე მეტი ოპერაცია თანდაყოლილი მანკის მქონე პატარა ბავშვებზე წონით 650 გრამიდან. ასრულებს ნებისმიერი სირთულის თანდაყოლილი გულის და სისხლძარღვთა მანკების ოპერაციებს. დაიცვა ორი დისერტაცია. 124 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. სახელმძღვანელო წიგნის «გულის თანდაყოლილი მანკები» თანაავტორია, აკადემიკოსი ლეო ბოკერიის რედაქციით. თანაავტორია პატენტისა RU №2622589 («გულის თანდაყოლილი მანკების კარდიოქირურგია»). აზიის კარდიოქირურგთა ასოციაციის წევრია. მონაწილე და მომხსენებელი საერთაშორისო კონფერენციებისა და თემატური სიმპოზიუმებისა.

რატომ ჯერარსი?

ჯერარსი – პირველი მრავალპროფილიანი კლინიკა საქართველოში, რომელიც აშენებულია და აღჭურვილია თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად. მკურნალობის პროცესის ტექნიკური უზრუნველყოფა, აღჭურვილობის ხარისხი, უსაფრთხოების სისტემა, პალატების და საოპერაციოების იზოლირებული ვენტილაცია – ყველა კომპონენტი საერთაშორისო მოთხოვნებს შეესაბამება. კლინიკა ჯერარსის მაღალკვალიფიცირებული პერსონალი და თანამედროვე აპარატურა საშუალებას გვაძლევს დროულად დავსვათ ზუსტი დიაგნოზი. ეს კი, თავის მხრივ, საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ სწორი ტაქტიკა და დავიწყოთ მკურნალობა ბავშვის დაბადების პირველივე დღიდან. სწორი ტაქტიკა ყოველთვის არ გულისხმობს ქირურგიულ ჩარევას. გულის მანკის მრავალი სახეობის დროს სწორად შერჩეული მედიკამენტოზური მკურნალობა აუმჯობესებს ბავშვის მდგომარეობას, იძლევა ოპერაციის დროებითი გადადების და მისთვის სათანადოდ მომზადების საშუალებას. კლინიკა ჯერარსის კარდიოქირურგების გუნდი თანამშრომლობს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან – პედიატრებთან, გასტროენტეროლოგებთან, ანესთეზიოლოგებთან, რადიოლოგებთან, რეანიმატოლოგებთან (კრიტიკული მედიცინა), აგრეთვე რეაბილიტაციის და ნუტრიციოლოგიის (დიეტოლოგია, რომელიც შეისწავლის ადამიანის კვების საკითხებს) სპეციალისტებთან. ასეთი მულტიდისციპლინური თანამშრომლობა პაციენტისთვის მკურნალობის ინდივიდუალური მეთოდების შერჩევაში ეხმარება. სტაციონარში ყოფნისას ჩვენი პაციენტები ერთი წუთითაც კი არ რჩებიან ყურადღების გარეშე. ჩვენი ამოცანაა – მივაღწიოთ საუკეთესო შედეგს.

რას გთავაზობთ?

ვასრულებთ დიაგნოსტირებას, მედიკამენტოზურ და ოპერატიულ მკურნალობას გულის მანკის სრული სპექტრის დაავადებებისა, რომლებიც შეიძლება გამოვლენილი იქნას ბავშვთა ასაკში. პროფილური სპეციალისტების გარდა (კარდიოლოგები, რეანიმატოლოგები და სხვა ექიმები, რომლებიც პაციენტებს ეხმარებიან ავადმყოფობის დაძლევაში), ჩვენი ქირურგებიც მუდამ იმყოფებიან კლინიკაში ან მასთან ახლოს, მისაწვდომ ადგილას. კარდიოქირურგის კონსულტაცია და დახმარება შეიძლება მიიღოთ დღე-ღამის ნებისმიერ დროს მანამ, სანამ ბავშვი იმყოფება სტაციონარში. ასეთი კომპლექსური მიდგომა უზრუნველყოფს მკურნალობის ოპტიმალურ შედეგს.

ჯერარსის კლინიკის კარდიოქირურგები ოპერირებენ შემდეგ პათოლოგიებს:

– მაგისტრალური არტერიების ტრანსპოზიცია;

– პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტები;

– საერთო ატრიოვენტრიკულარული არხი

– მარცხენა გულის ჰიპოპლაზიის სინდრომი;

– გულის სარქველის განვითარების მანკი;

– ფალოს ტეტრადა;

– აორტის კოარქტაცია;

– სართო არტერიული სვეტი;

– ყველა დანარჩენი თანდაყოლილი გულის მანკი.

ჩვენი ექიმები ასევე ასრულებენ:

– გულის დიაგნოსტირებას დაბადებიდანვე და მუცლად ყოფნის პერიოდშიც (ორსულობის 16 კვირიდან);

– შიდა სისხლძარღვთა ოპერაციებს (ზოგიერთი მანკის დროს ისინი ამცირებს გართულების რისკს);

– ოპერაციებს, როგორც ხელოვნური სისხლის მიმოქცევის პირობებში, ასევე, მის გარეშეც;

– ელექტროკარდიოსტიმულატორის იმპლანტაციას.

ამბულატორია

გულის თანდაყოლილი მანკების დეპარტამენტი ჰოსპიტალიზაციასთან ერთად გთავაზობთ სრულ ამბულატორიულ მომსახურებას. ჯერარსის ლაბორატორიაში მუშაობენ კომუნიკაბელური სპეციალისტები მრავალწლიანი პედიატრიული გამოცდილებით. ისინი ბავშვებს ექიმთან ვიზიტით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ სტრესთან გამკლავებაში ეხმარებიან.