
კონსტანტინე მუმლაძე, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
კონსტანტინე მუმლაძე, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინა – ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვისჯაჭვის პირველი რგოლია. ის დაფუძნებულია მულტიდისციპლინარულ მიდგომაზე.თანამედროვე ცხოვრების რითმის გათვალისწინებით, ადამიანებს ხშირად უწევთ მიმართონ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, ამიტომაც დღეს ეს მიმართულება არის სწრაფად განვითარებადი. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი არის – დროულად მოვახდინოთ რეაგირება პაციენტის მდგომარეობაზე, გავითვალისწინოთ თანმდევი დაავადებები, ადეკვატურად შევაფასოთ ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო ფუნქცია, მივიყვანოთ ისინი საჭირო მდგომარეობამდე და კოორდინაცია გავუწიოთ ძირითადი დაავადების და მისი გართულებების მკურნალობის პროცესს.
2002 წლიდან მუშაობს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად. აქვს საერთაშორისო კლინიკებში მუშაობის გამოცდილება.4 სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციების ავტორია.ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა ევროპული ასოციაციის წევრია. საქართველოს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა ასოციაციის წევრია. სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციების მონაწილეა.
ჯერარსის კრიტიკული და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი და თანამედროვე ტექნიკით. ჩვენი პერსონალი მზად არის გაგიწიოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება 24/7 რეჟიმში. ჩვენთან არის:
ჩვენს დეპარტამენტში პაციენტებს გაუწევთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, პირველად დიაგნოსტიკას, სხვადასხვა პროფილის მქონე სპეციალისტების კონსულტაციას. საჭიროების შემთხვევაში პაციენტები იქნებიან მოთავსებული შესაბამის განყოფილებაში შემდგომი სტაციონარული მკურნალობისთვის. ჩვენ მომსახურებას ვუწევთ მოზრდილი ასაკის პაციენტებს შემდეგი მიმართულებებით: კარდიოლოგია, თერაპია, გინეკოლოგია, ქირურგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, ნევროლოგია და სხვა.