0 %

ვიზიტის
დაჯავშნა

ლაბორატორია

დიაგნოსტიკური კვლევები

შეკითხვა
ექიმს

+995 32 2 111 112
პლასტიკური ქირურგია

ზურაბ ჯაფარიძე - პლასტიკური ქირურგი, ოტორინოლარინგოლოგი

მიმართვა პაციენტს

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პაციენტები კმაყოფილნი დარჩნენ შედეგებით, ამიტომ ვიცავთ მაღალ სტანდარტებს. ვიყენებთ ინოვაციურ მეთოდებს, მონიტორინგს ვუწევთ პაციენტის მკურნალობას და რეაბილიტაციას.

ცხვირს საკმაოდ რთული აგებულება აქვს და, შესაბამისად, პლასტიკურ ქირურგს უწევს მუშაობა ხრტილზე, ძვალზე, კანზე და ლორწოვანზე. საუკეთესო შედეგს პაციენტი მაშინ იღებს, როცა ის პროფესიონალ ქირურგთან მიდის, რომელიც იგებს მის სურვილს და ზედმიწევნით კარგად ფლობს რინოპლასტიკის ხელოვნებას.

ექიმის შესახებ

საექიმო პრაქტიკით დაკავებულია 2003 წლიდან. განათლება მიიღო საქართველოსა და ბელორუსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტებში. არის  სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრი, რომელბიც სამედიცინო განხრით მუშაობენ. ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულ სამედიცინო ფორუმებსა და კონფერენციებში.

რატომ ჯერარსი?

ჯერარსი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიცირებული სამედიცინო პერსონალით. ჩვენ გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო მომსახურებას. ნდობა ექიმსა და პაციენტს შორის ერთერთი გადამწყვეტი ფაქტორია – ჯერარსიში შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ პაციენტებმა იგრძნონ თავი მშვიდად და უსაფრთხოდ.

რას გთავაზობთ?

ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა სირთულის ოტორინოლარინგოლოგიურ ოპერაციებს, მათ შორის:

  • ტონზილექტომია
  • ადენოტონზილექტომია
  • ადენოტომია
  • სეპტოპლასტიკა – ცხვირის ტიხარის კორექციული ოპერაცი
  • ტურბინოპლასტიკა – ცხვირის -ნიჟარების პლასტიკა
  • სეპტოტურბინოპლასტიკა – ძგიდის გამრუდება ,ნიჟარების ჰიპერტროფია
  • სეპტორინოპლასტიკა – ცხვირის შინაგან სტრუქტურათა აღდგენა, ძგიდის დეფორმაციების გასწორება ცხვირით სუნთქვის ფუნქციის გასაუმჯობესებლად.
  • სეპტორიბოტურბინოპლასტიკა