0 %

ვიზიტის
დაჯავშნა

ლაბორატორია

დიაგნოსტიკური კვლევები

შეკითხვა
ექიმს

+995 32 2 111 112
ჩემი კაბინეტი
სტომატოლოგია

სტომატოლოგია

ყბა-სახის ქირურგია

გიორგი მაღლაკელიძე, სტომატოლოგი

მიმართვა პაციენტს

ჩვენი გუნდი მუშაობს იმისათვის, რომ თქვენი ღიმილი იყოს კაშკაშა და თეთრი. ლამაზი და ჯანსაღი ღიმილის საწინდარია – პროფილაქტიკა. დაიცავით შეასრულეთ რამდენიმე მარტივი წესი. დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა, სწორად იკვებეთ, განთავისუფლდით მავნე ჩვევებისაგან. და მთავარია – წელიწადში ორჯერ შეამოწმეთ კბილების მდგომარეობა სტომატოლოგთან. თუ პრობლემას დროულად აღმოაჩენთ, გართულებებს თავიდან აარიდებთ.

ინფორმაცია ექიმის შესახებ

დენტალური იმპლანტაციის საპრეზიდენტო პროგრამის მონაწილეა. კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაიარა გერმანიაში. ევროპის ქირურგ-იმპლანტოლოგთა საერთაშორისო გაერთიანების Oral Surgery Tube კონსულტანტია. აშშ-ს სტომატოლოგთა ასოციაციის წევრია.

რატომ ჯერარსი?

ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ ყველა სახის სამედიცინო მომსახურება ერთ სივრცეში. ჩვენ შევიმუშავებთ მკურნალობის ისეთ ინდივიდუალურ მიდგომას, რომელიც მორგებული იქნება თითოეული პაციენტის შემთხვევას. ჩვენს გუნდში მუშაობენ მაღალკვალიფიცირებული ექიმები, რომლებმაც გადამზადება გაიარეს წამყვან ევროპულ კლინიკებში. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. ჩვენ ვასრულებთ 3D-კომპიუტერულ ტომოგრაფიას (by Philips) და სხვა სახის დიაგნოსტირებას.

რას გთავაზობთ?
  • ქირურგიული სტომატოლოგია:

– ყბა-სახის მიდამოს ტრავმების მკურნალობა;

– ყბა-სახის მიდამოს ანთებითი პროცესების მკურნალობა;

– მთლიანად თუ ნაწილობრივ რეტენირებული (ამოუჭრილი) კბილების ექსტრაქცია (ამოღება).

  • ორთოპედიური სტომატოლოგია:

– კბილების რესტავრაცია CAD/CAM ტექნოლოგიის მეშვეობით (ავტომატიზირებული პროექტირება და წარმოება);

– იმპლანტების გამოყენება, რომელიც DIVA-ტექნოლოგიით არის დამზადებული;

– ამერიკული და გერმანული წარმოების ტიტანის იმპლანტების გამოყენება;

– გვირგვინების დამზადება დაპრესილი კერამიკის, მეტალო-კერამიკის,  ცირკონის ოქსიდის საფუძველზე.