კლინიკაში გადახდის წესი
ამბულატორიაში სამედიცინო სერვისების გადახდა შესაძლებელია ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით,
უნაღდო ანგარიშსწორების დროს:
- სახელმწიფო დაზღვევის მიმართვის წერილით;
- კერძო სადაზღვევო კომპანიების მიმართვის წერილით;
- სხვა დამფინანსებელი სტრუქრურების მიმართვის წერილით (მერია, გამგეობა, რეფერალური დახმარების სამსახური, ვეტერანთა კავშირი;
- კერძო ორგანიაზაციებიდან გადმორიცხვით (საგადახდო დავალება);
- პლასტიკური ბარათით ადგილზე.
როგორ ხდება დაფინანსება სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიმართვის წერილით?
მომხმარებელს ნებისმიერ გეგმიურ ამბულატორიულ სამედიცინო სერვისზე შეუძლია წარმოადგინოს საგარანტიო წერილი ან საგადახდო დავალება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, სოციალური მომსახურების სააგანტოდან, რეფერალური დახმარების სამსახურიდან, ქალაქის მერიიდან, მუნიციპალიტეტებიდან, ვეტერანთა კავშირიდან.
როგორ ხდება საყოველთაო დაზღვევით ამბულატორიული სამედიცინო სერვისების დაფინანსება ?
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჯგუფები და დაფინანსების პირობები:
სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, 0-6 წლამდე ასაკის ბავშვებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, შშმ პირებს:
გეგმიური ამბულატორიის პირობებში უფინანსდებათ კომპიუტერული ტომოგრაფია, ცისტოსკოპია, სიმსივნური მარკერები.
70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს:
გეგმიური ამბულატორიის პირობებში უფინანსდებათ კომპიუტერული ტომოგრაფია, ცისტოსკოპია, სიმსივნური მარკერები.
ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები, თვითდასაქმებული, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები:
ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში, გეგმიური ამბულატორიის პირობებში უფინანსდებათ კომპიუტერული ტომოგრაფია, ცისტოსკოპია, სიმსივნური მარკერები.
საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს:
ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში, გეგმიური ამბულატორიის პირობებში უფინანსდებათ კომპიუტერული ტომოგრაფია, ცისტოსკოპია, სიმსივნური მარკერები.
მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.
ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში, გეგმიური ამბულატორიის პირობებში უფინანსდებათ კომპიუტერული ტომოგრაფია, ცისტოსკოპია, სიმსივნური მარკერები.
როგორ ხდება დაფინანსება კერძო სადაზღვევო კომპანიების მიმართვის წერილით?
სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების მიერ გეგმიურ ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებზე გაცემული მიმართვის წერილის საფუძველზე;
როგორ ხდება დაფინანსება სხვადასხვა კერძო სტრუქტურების მიმართვის წერილით?
მომხმარებელს ნებისმიერ გეგმიურ ამბულატორიულ სამედიცინო სერვისზე შეუძლია წარმოადგინოს საგარანტიო წერილი ან საგადახდო დავალება შესაბამისი კერძო სტრუქტურული ერთეულიდან.
სტაციონარში სამედიცინო სერვისების გადახდა შესაძლებელია ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით,